ცნობილ რუს მწერალ ზახარ პრილეპინზე, რომელიც ამაყობს იმით, რომ დონბასში ბევრი უკრაინელი მოკლა " />

კომენტარი: „არ წაიკითხოთ მკვლელის წიგნები“

ცნობილ რუს მწერალ ზახარ პრილეპინზე, რომელიც ამაყობს იმით, რომ დონბასში ბევრი უკრაინელი მოკლა

ჟურნალისტი ალან ცხურბაევი წერს ცნობილ რუს მწერალ ზახარ პრილეპინზე, რომელიც ამაყობს იმით, რომ დონბასში ბევრი უკრაინელი მოკლა

∗ გამოქვეყნებულია ონლაინპორტალ „კავკაზსკი უზელზე“

ცნობილმა რუსმა მწერალმა და მოსკოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ზახარ პრილეპინმა ინტერვიუ მისცა, სადაც სიამაყით განაცხადა, რომ ბატალიონმა, რომელშიც ის დონბასში მსახურობდა, ყველაზე მეტი უკრაინელი მოკლა.

ვინ კითხულობს ზახარ პრილეპინის წიგნებს? ყველაფერი, რასაც ის თავის ინტერვიუში ლაპარაკობს – მე გულისრევის შეგრძნებას მიჩენს. ამიტომ, როგორც ჩანს, მას ვერასოდეს მივიღებ. მაგრამ, ვინც კითხულობთ – გვითხარით, რატომ გიყვართ ის.

10 წლის წინ მოკლული ჩეჩენი უფლებადამცველის ქალიშვილი დედის საქმის გაგრძელების პირობას დებს

იმ კონკრეტულ ინტერვიუში ტყუილს ამბობს, თუ სიმართლეს – მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი, რომელიც მოკლული ადამიანების რაოდენობით ამაყობს და ამბობს, რომ ამის გამო არაფერი მოუვიდა, არ შეიძლება ნორმალურ საზოგადოებაში რაიმე სახის მორალურ ავტორიტეტად მიიჩნეოდეს.

ნორმალურ საზოგადოებაში ასეთი ადამიანი უნდა გაერიყათ და დაეგმოთ.

ჰოლივუდში, ადამიანების შევიწროების გამო, ვარსკვლავების კინოკარიერა სრულდება. აქ კი მკვლელი – ვარსკვლავია. თუ მის დიდებას უჭერთ მხარს, მის წიგნებს ყიდულობთ, ე.ი. თქვენ მკვლელობებს უჭერთ მხარს.


ასევე წაიკითხეთ