აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი „მოკვდა, როგორც ლაჩარი ადამიანი, როგორც ძაღლი“" />

ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი „მოკვდა, როგორც ლაჩარი ადამიანი, როგორც ძაღლი“

ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი სირიის ჩრდილო-დასავლეთში, ამერიკელი სამხედროებისა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს. CNN-ის ცნობით, ოპერაციის დროს ალ-ბაღდადიმ „შაჰიდის ქამრით“ აიფეთქა თავი.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ტრამპმა სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა.

მასში 8 ვერტმფრენი და 3 დრონი იყო ჩართული. ამერიკულმა სპეცრაზმმა ოპერაცია დანაკარგების გარეშე დაასრულა.

ალ-ბაღდადისთან ერთად, მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მებრძოლი, ასევე დაიღუპა სამი თვითმკვლელი ქალი, რომლებმაც „შაჰიდის ქამრებით“ აიფეთქეს თავი.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ალ-ბაღდადის მიერ თავის აფეთქების შედეგად, ასევე დაიღუპა მისი სამი შვილი. ეს მიწისქვეშა გვირაბში მოხდა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ძაღლებს გაურბოდა. „ის მოკვდა, როგორც ლაჩარი, როგორც ძაღლი“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. 

ალ-ბაღდადის კიდევ თერთმეტი შვილი, რომლებიც სპეცოპერაციის ადგილას იმყოფებოდნენ, არ დაშავებულან, ისინი ევაკუირებულები არიან.


ასევე წაიკითხეთ