მიზეზი გახდა იმ მომენტში დაშვებული შეცდომა, როდესაც ირანი ამერიკულ დარტყმას ელოდა" />

ირანმა თავი დამნაშავედ სცნო უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდებაში

მიზეზი გახდა იმ მომენტში დაშვებული შეცდომა, როდესაც ირანი ამერიკულ დარტყმას ელოდა

ირანმა აღიარა, რომ სწორედ მისმა სამხედროებმა ჩამოაგდეს შემთხვევით უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგი, რომელიც თეირანიდან კიევისკენ მიფრინავდა. BBC-ის ცნობით, ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა და კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა.

ავიალაინერი 8 იანვარს, თეირანის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოაგდეს. ეს, ზუსტად რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც ირანმა სარაკეტო დარტყმები მიაყენა ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზას და საპასუხო მოქმედებას ელოდა.

ირანის პრეზიდენტის, როუჰანის განცხადებაში მომხდარი მოხსენიებულია, როგორც „საშინელი შეცდომა“:

„ბოინგი „წინასწარი განზრახვის“ გარეშე ჩამოაგდეს, როდესაც ის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საიდუმლო ობიექტს მიუახლოვდა და სამხედროებმა მოწინააღმდეგის საფრენ აპარატად მიიჩნიეს“.

ირანის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე საკადრისად დაისჯება.

ადრე ირანი უარყოფდა მომხდარ ინციდენტში მონაწილეობას და ამტკიცებდა, რომ კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ტექნიკური ხარვეზი გამხდარიყო.

ახლო აღმოსავლეთში ომი გადაიდო

ყასემ სოლეიმანი – ვინ იყო ის და რა საფრთხეს შეიცავს მისი სიკვდილი?

ყასემ სოლეიმანის სიკვდილი – რას ამბობენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ასევე, მსოფლიო საზოგადოების რეაქცია

„უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის მგზავრთა ნივთები. ლაინერი შემთხვევით ჩამოაგდო ირანულმა რაკეტამ თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში. 8 იანვარი, 2020. Nazanin Tabatabaee/WANA (West Asia News Agency) via REUTERS

None found


ასევე წაიკითხეთ