საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელმწიფო რიგით მოქალაქეებს სახელმწიფო ინსტიტუტებით აშინებს - მაგალითად, ჯარში გაწვევით " />

“თუ არჩევნებზე არ წახვალ, სახლში გეი ჩაგისახლდება” – ახალი პოლიტიკური რეკლამა რუსეთში

საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელმწიფო რიგით მოქალაქეებს სახელმწიფო ინსტიტუტებით აშინებს - მაგალითად, ჯარში გაწვევით

რუსულ სოციალურ ქსელებში უკვე ასობით ათასი ნახვა დაუგროვდა ვიდეორგოლს, რომელიც მოსახლეობას 2018 წლის 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის აგიტაციას უწევს.

ფილმის ავტორები – სავარაუდოდ, სტუდია „დაბლბი“ – მაყურებელს იმ სახასიათო საშინელებათა კრებულის შესახებ უამბობენ, რაც რუსეთს მოელის, თუკი ამომრჩეველი ხმის მისაცემად არ მივა: სკოლის მოსწავლე პიონერი გახდება და 4 მილიონი რუბლი (დაახლოებით $70,000) უნდა გადაიხადოს საკუთარი სკოლის დასაცავად (რადგან სკოლები უსაფრთხო აღარ არის ); სამხედრო კომისარიატს შავკანიანი ხელმძღვანელობს;  სამხედრო სამსახურში კაცებს 60 წლამდე გაიწვევენ; ტუალეტში სიარულზეც რეგულაციებია – საგანგებო გრაფიკი მოქმედებს. არც ჰომოსექსუალების თემისთვის აუვლიათ გვერდი – ახალი წესებით, ყველა ოჯახი ვალდებულია შეისახლოს გეი, რომელიც პარტნიორის გარეშე დარჩა. თუ გეი პარტნიორს ვერ იპოვის, მასზე ბინის პატრონმა მამაკაცმა უნდა იზრუნოს. 

ამ ვიდეორგოლმა რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს კლიპი პუტინის მხარდამჭერებმა გადაიღეს და იგი არის პასუხი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კამპანიაზე. ნავალნი რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებს არჩევნების ბოიკოტირებისა და გაფიცვისკენ.
საარჩევნო კომიტეტმა არ დაარეგისტრირა პუტინის მთავარი ოპოზიციონერი ნავალნი პრეზიდენტობის კანდიდატად. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ნავალნისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმით,  კრემლმა უკვე გააყალბა არჩევნები. 

“ეს კლიპი „გეი მოტყუებით“ საერთოდ აღარავის უტოვებს რაიმე შანსს — წერს  გამოცემა Republic“-ის რუსული გამოცემის მიმომხილველი , ცნობილი ბლოგერი ოლეგ კაშინი.

 „ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ რა წარმოდგენის არის საკუთარ ხალხზე რუსეთის ხელისუფლება. როგორ აღიქვამს ის საკუთარ ამომრჩეველს, მის შეხედულებებს, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, შიშებს, მის კულტურას და ენას“.

რასაკვირველია, უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ ვიდეორგოლში, გეის ნაცვლად, ვინმე უკრაინელი რადიკალი ყოფილიყო. მაგრამ რატომღაც გეი ამოირჩიეს. ალბათ იმიტომ, რომ არასტაბილურობის რომ შეგეშინდეს, ამისთვის სტაბილურობაა საჭირო. ამიტომ არასტაბილურობით დაშინება გადაიფიქრეს.

სამაგიეროდ, ჯარით გვაშინებენ. გაწვევის შიში – ძველისძველია, საყოველთაო და მარადიული. მაგრამ, წესით ხომ, რიგით მოქალაქეს ჯარით ხელისუფლების კრიტიკოსები, პაციფისტები, დისიდენტები და ოპოზიციონერები უნდა აშინებდნენ და არა საკუთარი ხელისუფლება?

როდესაც თავად სახელმწიფო ( და ეჭვგარეშეა, რომ ამ ვიდეორგოლის უკან სწორედ კრემლი დგას) ადამიანებს ჯარით აშინებს – ამაში არის რაღაც ტრაგიკომიკური – რუსეთის სახელმწიფო თავის მოქალაქეებს უკვე თავის თავით აშინებს და არც რცხვენია, რომ ასეთი საშიშია“.

ამავე თემაზე

"ჩემი ცოლის დაქალები" - მეტი, ვიდრე გასართობი

«რუსეთი პუტინის გარეშე!», «პუტინი ქურდია!», «აქ ხელისუფლება ჩვენ ვართ!» - ვიდეო

«რუსეთი პუტინის გარეშე!», «პუტინი ქურდია!», «აქ ხელისუფლება ჩვენ ვართ!» - ვიდეო

ვიდეო: პუტინზე ლექსების კონკურსში მესამეკლასელმა გოგონამ გაიმარჯვა

ვიდეო: პუტინზე ლექსების კონკურსში მესამეკლასელმა გოგონამ გაიმარჯვა

კიდევ უფრო მეტი რუსეთი სომხეთში: „პუტინის დოქტრინა“ მოქმედებაში

კიდევ უფრო მეტი რუსეთი სომხეთში: „პუტინის დოქტრინა“ მოქმედებაში

რას უნდა ველოდეთ რუსეთის პრეზიდენტ ნავალნისგან?

რას უნდა ველოდეთ რუსეთის პრეზიდენტ ნავალნისგან?

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატები პუტინი და სობჩაკი და მათი თბილისური ფესვები

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატები პუტინი და სობჩაკი და მათი თბილისური ფესვები

საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები კონფერენციაზე შეაფასეს. აზრები გაიყო

საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები კონფერენციაზე შეაფასეს. აზრები გაიყო

„ეს რაღაცაა, ეს საოცრებაა, ხალხო“. სააკაშვილმა უკრაინაზე ფილმის შესახებ თიზერი გამოაქვეყნა

„ეს რაღაცაა, ეს საოცრებაა, ხალხო“. სააკაშვილმა უკრაინაზე ფილმის შესახებ თიზერი გამოაქვეყნა

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ