მოკლე ფილმი ახალგაზრდული ჯგუფის სევდიან ისტორიას გვიამბობს" />

ვლადიკავკაზური არტ-ჯგუფი “პორტალი” არსებობას წყვეტს

მოკლე ფილმი ახალგაზრდული ჯგუფის სევდიან ისტორიას გვიამბობს

ვლადიკავკაზში ახალგაზრდობა წუხს – არსებობა შეწყვიტა არტ-გაერთიანება „პორტალმა“.

რი წლის წინათ ალბერტ ტოგოევმა, რომელიც ვლადიკავკაზის ცენტრში ჩრდილოეთი ოსეთის ეროვნული მუზეუმის მიტოვებულ მშენებლობაზე დარაჯად მუშაობდა, იქ თავისი მეგობარი ქუჩის მხატვრები მიიყვანა. მათ იქ ერთგვარი „შეხვედრების ადგილი“ შექმნეს, რომლის ერთი სიტყვით კვალიფიცირება ძნელია – ეს არის კაფეც, სტიქიური კონცერტებიც, და გამოფენებიც, ლექსების კითხვაც, კოცონის გარშემო სხდომა და საუბარიც.

ახალგაზრდები ამ ახალ ადგილს „პორტალს“ ეძახდნენ – შემოქმედების და სილამაზის სხვა სამყაროსკენ მიმავალი პორტალის ანალოგიით. ერთ-ერთი პირველი რეგულარული აქცია გახდა კოცონთან ფილმების უფასო ჩვენება. შესასვლელი ბილეთის ნაცვლად, ყველა მსურველს ხილის და ტკბილეულის მიტანას სთავაზობდნენ. ალკოჰოლი აქ აკრძალული იყო.

„პორტალი“ მიზიდულობის ადგილდ იქცა ყველასთვის, ვისაც შემოქმედებითი თვითრელიზაცია სურდა, ასაკისდა მიუხედავად. აქ ჩრდილოეთ კავკასიის და სხვა რესპუბლიკების მუსიკალური კოლექტივები გამოდიოდნენ, ადგილობრივი სამოყვარულო თეატრი რეპეტიციებს გადიოდა, ეწყობოდა გამოფენები, და უბრალოდ, ჩერდებოდნენ გავლით მყოფი ტურისტები.

„პორტალმა“ ფართოდ გაითქვა სახელი „თვითნაკეთი“ ნივთების ბაზრობის „ხიკონდის“ წყალობითაც. სიტყვა „ხიკონდი“ –  ეს შემოკლებული ფრაზაა ოსურ ენაზე და „საკუთარი ხელით გაკეთებულს“ ნიშნავს. ბაზრობას დღეში ხუთიდან ექვს ათასამდე ადამიანი სტუმრობდა – 350 ათას მოსახლიანი ქალაქისთვის არცთუ მცირე რიცხვია. სულ „ხიკონდის“ ხუთი ბაზრობა ჩატარდა – ქალაქის ხელისუფლების მცირედი დახმარების გარეშე.  

ეს  ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობა საბოლოოდ უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მშენებლობის ადგილას უცხო ადამიანები იკრიბებოდნენ. ჩრდილოეთი ოსეთის ხელისუფლებამ ეროვნული მუზეუმის რეკონსტრუქციის განახლების შესახებ განაცხადა.

“პორტალმა“ მათ კომპრომისული ვარიანტი   შესთავაზა. მხატვრებმა  ქალაქის ხელისუფლებას წარუდგინეს დამუშავებული „ჩრდილოეთ ოსეთის ეროვნულ მუზეუმთან ინტეგრაციის პროექტი“, მასში ისინი ითხოვდნენ მათთვის სარგებლობაში დაეტოვებინათ „დიდი ხნის განმავლობაში დაცარიელებული მიწის მონაკვეთი“ – გაერთიანების მონაწილეთა აზრით, ამგვარი თანამშრომლობით ორივე მხარე მოგებული დარჩებოდა.

თავიდან ისე ჩანდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. „პორტალის“  მხარდაჭერა გამოხატა რესპუბლიკის მეთაურმა ვიაჩესლავ ბიტაროვმა – კერძოდ, მან ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებისთვის „სამართლებრივი სტატუსი“ მიენიჭებინათ – თუმცა, მას არ დაუზუსტებია, ახალგაზრდებს მომავალშიც ექნებოდათ თუ არა მუზეუმის ტერიტორიაზე დარჩენის უფლება.

საბოლოოდ მათ უფლება არ მისცეს. პროექტი არ მიიღეს. ახლახან მხატვრებს ყველაფრის მიტოვება და წასვლა მოუხდათ.

 აგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ამ ისტორიის დასასრული არ აღმოჩნდა.  ქალაქის ხელისუფლებისადმი თხოვნისა და მოლაპარაკებების შემდეგ „პორტალს“ მიტოვებული მიწის მონაკვეთი გამოუყვეს, ყოფილი სახელოსნოები. ეს ადგილი არც ცენტრშია და თან ცუდ მდგომარეობაშია. მაგრამ მხატვრები მუშაობას შეუდგნენ.


ასევე წაიკითხეთ