მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ სარგსიანის გუნდი დევნის შესახებ იმიტომ ლაპარაკობს, რომ საწინააღმდეგო სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნია" />

ვინ არის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი – დამნაშავე თუ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი?

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ სარგსიანის გუნდი დევნის შესახებ იმიტომ ლაპარაკობს, რომ საწინააღმდეგო სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნია

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის სისხლის სამართლის საქმის მასალები დანაშაულის შემცველობას არ ადასტურებს. ასეთი განცხადებით გამოვიდნენ მისი ადვოკატები.

საუბარია ეგრეთ წოდებულ „დიზელის საქმეზე“ სერჟ სარგსიანისთვის წარდგენილ  ბრალდებაზე. მას ბრალად თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა ედება.

წინასწარი გამოძიება დასრულდა, საქმე საბრალდებო დასკვნით პროკურორს გადაეცა. სომხეთის საგანგებო საგამოძიებო ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნა უკვე შესაძლებელია.

ამავდროულად, სერჟ სარგსიანის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში უხეში დარღვევების შესახებ აცხადებენ, და მას ახალი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ.

პასუხმა არ დააყოვნა. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის დამცველებს, უბრალოდ, წაყენებული ბრალდების საწინააღმდეგო, იურიდიულად დასაბუთებული, სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ.

რა ედება ბრალად სერჟ სარგსიანს – ყველა დეტალი

რისთვის დააპატიმრეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი?

ადვოკატების განცხადება

ექს-პრეზიდენტის ადვოკატების გუნდი 21 იანვარს გამოვიდა განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ სარგსიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის უხეში დარღვევებით  აქვს წარდგენილი. საქმეში დანაშაულის ჩადენის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

მეტიც, სარგსიანის დამცველები ამტკიცებენ, რომ  „შეგროვილი მონაცემები აშკარად  მეტყველებს დანაშაულის შემადგენლობის საერთოდ არარსებობაზე“. 

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ასევე ამტკიცებენ, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები, რომელთა საფუძველზეც გამომძიებელს სარგსიანის ქონების დაყადაღება შეეძლო.

გარდა ამისა, ადვოკატები იმაზეც მიუთითებენ, რომ გამოძიებამ  საქმის ობიექტურად გამოძიებისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მიღების თაობაზე მათი შუამდგომლობა უარყო.

 „ეს ადასტურებს ჩვენს რწმენას, რომ სერჟ სარგსიანის საქმის სისხლის სამართლებრივი და პროცესუალური შეფუთვის ქვეშ პოლიტიკური დევნა იმალება“, – ნათქვამია განცხადებაში.

და ყველაზე მთავარი, ადვოკატები შეახსენებენ, რომ სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი პოლიტიკურ ხელშეუხებლობის უფლებას ფლობს და არ შეიძლება, რომ  მისი სტატუსიდან გამომდინარე საქმიანობისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებოდეს.   

მმართველი პარტიის პასუხი

მმართველი საპარლამენტო ფრაქციის „ჩემი ნაბიჯის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა გაიანე აბრამიანმა სერჟ სარგსიანის ადვოკატების განცხადებას  უპასუხა .

მისი აზრით, სარგსიანის გუნდს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში იმიტომ გადაჰყავს, რომ ბრალდების საწინააღმდეგო სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნია:

დეპუტატმა კომენტარი პრეზიდენტის ხელშეუხებლობის თაობაზეც გააკეთა.

 „ის ქმედებები, რომელთა გამოც, მას მოცემულ მომენტში ბრალი აქვს წარდგენილი, სრულიად არ გამომდინარეობდა მისი უფლებამოსილებიდან, და არანაირად არ ეხებოდა მისი საქმიანობის სფეროს“.


ასევე წაიკითხეთ