რესპონდენტების 81% მიიჩნევს, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როდესაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთის აღიარებას მხარი დაუჭირა" />

რუსეთის მოსახლეობის 80 პროცენტი სამხრეთ ოსეთის აღიარებას გამართლებულად მიიჩნევს

რესპონდენტების 81% მიიჩნევს, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როდესაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთის აღიარებას მხარი დაუჭირა

ფოტო: 2008 წლის აგვისტო. რუსი სამხედროები სოფელ ერგნეთში.  REUTERS/ ირაკლი გედენიძე

სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის გამოკითხვების შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 80% მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლების მიერ სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას. წინააღმდეგი იყო გამოკითხული რუსების მხოლოდ 9%, – იუწყება  „კომერსანტი“.

2008 წლის ომის შედეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებისთვის თვალ-ყურის დევნებას გამოკითხვის მონაწილეთა მესამედზე მეტი (36%) აგრძელებს. რესპონდენტების 81%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როდესაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთის აღიარებას მხარი დაუჭირა.

გამოკითხულების 31%-ს მიაჩნია, რომ დღეისთვის რუსულ-ქართული ურთიერთობები ნორმალიზებულია. 29%-მა საქართველოსთან ურთიერთობას ნელ-თბილი უწოდა, 7%-მა – დაძაბული. გამოკითხვის მონაწილეთა კიდევ 7%-მა საქართველოსთან ურთიერთობა შეაფასა როგორც მეგობრული და კეთილმეზობლური.

•  სრულიად რუსეთის „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის გამოკითხვა 2018 წლის 6 აგვისტოს 18 წელიწადზე უფროსი ასაკის 1,6 ათას რესპონდენტს შორის ჩატარდა. გამოკითხვის მეთოდი- სატელეფონო ინტერვიუ. სტატისტიკური ცდომილება 2, 5 %-ს არ ცდება.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.
 

ასევე წაიკითხეთ