სპექტაკლები, კონცერტები და იოგა" />

ბაქოში ხელოვნების ფესტივალი დაიწყო, რომელიც დიდ პოეტს, ნასიმის ეძღვნება

სპექტაკლები, კონცერტები და იოგა

ბაქოში დაიწყო ხელოვნების ფესტივალი, რომელიც შუასაუკუნეების აზერბაიჯანელი პოეტის და მოაზროვნის, იმედელინ ნისამის შემოქმედებას ეძღვნებოდა.

იმადელინ ნისამი  (1369 – 1417) — ცნობილი პოეტი და მისტიკოსია, რომელიც აზერბაიჯანულ, სპარსულ და არაბულ ენებზე წერდა. მან აზერბაიჯანული პოეზიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. იყო ჰურუფიზმის, სუფიზმის ერთ-ერთი განშტოების (ეზოთერული მიმდინარეობა ისლამში) მიმდევარი. სასულიერო პირების ბრძანებით ის ალეპოში თავისუფალი აზროვნებისთვის დასაჯეს.

ფესტივალის ფარგლებში მრავალი სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა: პოეტური კითხვა, მოდების ჩვენება, კონცერტები ადგილობრივი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით, ლექციები, სპექტაკლები, გამოფენები და იოგას „სეანსიც“ კი. ეს ყველაფერი ბაქოსა და მის შემოგარენში სხვადასხვა მოედანზე ჩატარდება, ასევე – ქალაქ შამაჰაში, რომელიც პოეტის სამშობლოდ მიიჩნევა.

ფესტივალი ჰეიდარ ალიევის ფონდის ორგანიზებითა და კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ