14 წლის გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ აზერბაიჯანში სკოლაში დაცინვის თემა ყველაზე ხშირი განხილვის საგანია " />

ბაქოში სკოლის ყოველი მესამე მოსწავლე ბულინგის მსხვერპლია

14 წლის გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ აზერბაიჯანში სკოლაში დაცინვის თემა ყველაზე ხშირი განხილვის საგანია

ბაქოს სკოლების ყოველი მესამე მოსწავლე ბულინგს განიცდის. ასეთია ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევის შედეგები, წერს Media.az. 

• ბულინგი საქართველოს სკოლებში: როდესაც არ შეიძლება, რომ სხვებს არ ჰგავდე

გამოკითხეს ბაქოს 197 სკოლის დაახლოებით შვიდ ათასამდე მოსწავლე. მათ შორის  36% ჰყვება, რომ სულ ცოტა, თვეში რამდენჯერმე სკოლაში შევიწროებას განიცდიან. აქ ის იგულისხმება, რომ სხვა მოსწავლეები მათ დასცინიან, აშინებენ, ჭორებს უვრცელებენ, სცემენ, ართმევენ ან უფუჭებენ პირად ნივთებს.

ამავდროულად გამოკითხულთა 70%-მა აღიარა, რომ მათ დანარჩენი მოსწავლეები ეზიზღებათ და აღიზიანებთ, რომ მათ არავინ იცავს.

ასევე ყოველმა მეოთხე მოსწავლემ თქვა, რომ სკოლაში თავს მარტოსულად გრძნობს

სკოლის მოსწავლის თვითმკვლელობამ საზოგადოება ბულინგის პრობლემაზე დააფიქრა

14 წლის ელინა გაჯიევას თვითმკვლელობის შემდეგ აზერბაიჯანში სასკოლო ბულინგის პრობლემა ძალიან აქტუალური და სამსჯელო თემა გახდა.

  2019 წლის გაზაფხულზე ელინა საკუთარი სკოლის ფანჯრიდან გადახტა, რადგან მას სხვა მოსწავლეები მუდმივად დასცინოდნენ, სკოლის ადმინისტრაცია კი ამაზე თვალს ხუჭავდა.

• რატომ დაიღუპა ელინა გაჯიევა და ვინ აგო ამისთვის პასუხი

თუკი წინათ აზერბაიჯანში ბულინგის თემა იშვიათად ჩნდებოდა, ელინას დაღუპვის შემდეგ ამაზე ყველა ალაპარაკდა: სოციალური ქსელებით დაწყებული, ჩინოვნიკებამდე.  

განათლების სამინისტრომ, ბულინგთან ბრძოლის ფარგლებში, მოამზადა ვიდეორგოლი, რომელიც იმას ეძღვნება, რომ მასწავლებლებმა და მშობლებმა ბავშვებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ.

 „მელაპარაკე“ – აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ ბულინგის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო

გაჩნდა ასევე ცხელი ხაზი, რომლითაც სკოლის მოსწავლეს შეუძლია ბულინგისა და მსგავსი პრობლემების გამო სამინისტროში იჩივლოს.

თავის მხრივ, საზოგადოებრივი აქტივისტები და ახალგაზრდული მოძრაობები ამ თემაზე პერიოდულად აწყობენ სემინარებსა და მსჯელობებს, სადაც ჰყვებიან, თუ რა არის ბულინგი, და თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეთ მასზე ბავშვებსა და მათ მშობლებს, ასევე როგორ უნდა დაიცვან მისგან თავი. 


ასევე წაიკითხეთ