საეკლესიო დღესასწაული, რომელსაც ნიღბებით, ცეკვებითა და სიმღერებით აღნიშნავენ" />

ბარეკენდანი – სომხური ყველიერი

საეკლესიო დღესასწაული, რომელსაც ნიღბებით, ცეკვებითა და სიმღერებით აღნიშნავენ

ნიღბები, ეროვნული სიმღერები, ცეკვები და, რაც მთავარია, კარგი განწყობა ბერეკენდენის დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილებია მორწმუნე და არც ისე მორწმუნე ერევნელებისთვის, რომლებიც სომხურ ყველიერს (გაზაფხულის დაწყებას) ერთად აღნიშნავენ.

სომხური სამოციქულო ეკლესია ყოველ წელს საგანგებოდ აცხადებს იმ თარიღს, როდესაც ეს დღესასწაული უნდა იზეიმონ. ამ ზეიმის აღსანიშნავი დღე ცვალებადია, თუმცა, უცვლელია ის, რომ ბარეკენდანი დიდი მარხვის დაწყების წინა დღეს აღინიშნება; ამიტომ ამ დღესასწაულზე არამხოლოდ კარნავალს, არამედ ბარაქიან სუფრებაც აწყობენ და გრძელი, ორმოცდარვადღიანი მარხვისთვის ემზადებიან.

ეკლესიის განმარტებით, ბერეკენდანი იმ ბედნიერების შეხსენებაა, რომელიც სამოთხის ბაღში მცხოვრებმა ადამმა და ევამ სიცოცხლის ხის აკრძალული ნაყოფის გასინჯვით დაკარგეს. ამ დღესასწაულის აღნიშვნით ადამიანები უფლისთვის სათნო ცხოვრებისკენ დგამენ ნაბიჯს. ისინი გლოვას განეშორებიან და სიხარულისკენ მიილტვიან, ბოროტებას შორდებიან და სიკეთისკენ მიისწრაფვიან.

ადრე არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მოზეიმეებს „ბოროტების“ ნიღბები უნდა ეტარებინათ. მათ კარნავალზე საშიში იერი უნდა ჰქონოდათ, რათა „ბოროტება“ დაეფრთხოთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ‘დამაფრთხობელი’ იერი ზოგიერთ თანამედროვე ნიღაბსაც აქვს.

წელს დღესასწაულს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის არარატის ეპარქია უწევს ორგანიზებას. ამ დღეს ახალგაზრდები წმინდა სარქისის ეკლესიიდან (რომელიც არარატის ეპარქიას ეკუთვნის) ქალაქის ცენტრის გავლით თავისუფლების მოედნისკენ სიმღერით გემართნენ.

თუმცა, ბარეკენდანს მხოლოს ერევნის ცენტრში როდი აღნიშნავდნენ. ყველიერი ერევნის ბევრმა თემმა აღნიშნა.

თეატრალური წარმოდგენები, თამაშები, კონკურსები, საყველიერო ნუგბარის გაყიდვა-ბაზრობა მართლაც სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა.

ეს კი, ორგანიზატორების აზრით, ტრადიციის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ