ინგლისში უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში "ნოვიჩოკით" მოწამვლის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა" />

“ნოვიჩოკით” მოწამვლის მეორე ფაქტი ბრიტანეთში. რა არის ამჟამად ცნობილი?

ინგლისში უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში "ნოვიჩოკით" მოწამვლის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

ინგლისის ქალაქ ეიმსბერიში ორი ადგილობრივი მაცხოვრებელი საავადმყოფოში მოხვდა. 45 წლის ჩარლი როული და 44 წლის დონ სტრეჯესი, ინგლისის პოლიციის აზრით, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ არიან მოწამლულები, – იუწყება BBC.

ეიმსბერი ათ კილომეტრში მდებარეობს ქალაქ სოლსბერიდან, სადაც ოთხი თვის წინათ ყოფილი რუსი მზვერავი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს.

ბრიტანეთის პოლიციის და ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის გამოძიებამ უჩვენა, რომ სკრიპალები მოწამლულები იყვნენ  ნივთიერება „ნოვიჩოკით“, რომელიც 1980-იან წლებში სსრკ-ში იწარმოებოდა. ბრიტანეთის ხელისუფლება რუსეთს სკრიპალების მოწამვლასთან კავშირში ადანაშაულებს.

როგორც ინგლისის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის  გახდა ცნობილი, მოწამლული როული და სტრეჯესი წინა დღეს სოლსბერიში იმყოფებოდნენ. იქ ისინი სავაჭრო ცენტრსა და პარკში იყვნენ. მეორე დღეს მოხდა მათი ჰოსპიტალიზება იმავე სიმპტომებით, რაც მოწამვლის შემდეგ სკრიპალებს აღენიშნებოდათ. ამჟამად როული და სტრეჯესი კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

აშშ-ში მცხოვრები საბჭოთა ქიმიკოსი უილ მირზიანოვი მიიჩნევს, რომ ეიმსბერელი წყვილის მოწამვლა – ახალი შეტევაა. მისი თქმით, „ნოვიჩოკს“ თავისი თვისებების შენარჩუნება რამდენიმე თვის განმავლობაში არ შეუძლია, რადგან საკმაოდ სწრაფად იშლება. სწორედ მირზიანოვი იყო პირველი, ვინც სსრკ-ში „ნოვიჩოკის“ შექმნის შესახებ მოჰყვა.

ექსპერტებს ასევე მიაჩნიათ, რომ „ნოვიჩოკი“ რომლითაც სტრეჯესი და როული მოიწამლნენ, ერთ-ერთ იმ საგანზე იყო, რასაც ისინი შეეხნენ. ქუჩაში ეს საწამლავი მზის სხივებისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებით საკმაოდ სწრაფად იშლება, – მიაჩნიათ მათ.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა რუსეთის ხელისუფლებას ეიმსბერიში წყვილის მოწამვლასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მოსთხოვა.


ასევე წაიკითხეთ