იუნესკოსთვის ეს დიდი დარტყმაა – ის ბიუჯეტის მეხუთედს კარგავს" />

აშშ იუნესკოს რიგებს ტოვებს. მიზეზი – ანტიისრაელური განწყობები

იუნესკოსთვის ეს დიდი დარტყმაა – ის ბიუჯეტის მეხუთედს კარგავს

პარიზში იუნესკოს შტაბ-ბინის ხედი. REUTERS/Philippe Wojazer

2018 წლის დეკემბერში აშშ იუნესკოს რიგებს დატოვებს – ეს ამ ორგანიზაციისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან აშშ გაეროსთან არსებული ამ კულტურულ-მიმოხილვითი სტრუქტურის ბიუჯეტის მეხუთედს უზრუნველყოფს, – იუწყება Reuters.

„ეს გადაწყვეტილება  აშშ-ის იმ ეჭვებს ასახავს, რომელიც იუნესკოს რჩენის დიდ ხარჯებს, ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობას და ასევე ამ ორგანიზაციის მხრიდან ისრაელის მიმართ უარყოფით განწყობებს უკავშირდება”.

ერ კიდევ 2001 წელს აშშ-მა ამ ორგანიზაციის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეწყვიტა. ვაშინგტონმა მაშინ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ იუნესკომ პალესტინას სრულფასოვანი წევრობა მიანიჭა.

“აშშ მომავალში პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეას იზიარებს – თუმცა, ის მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგად უნდა შეიქმნას და ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პალესტინის მანამდე აღიარება, როგორც ეს მოხდა, ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს“, – განაცხდეს 2011 წელს.

ისრაელმა არაერთხელ დასდო ბრალი იუნესკოს იმაში, რომ ეს ორგანიზაცია იერუსალიმისა და პალესტინის ტერიტორიაზე მდებარე მნიშვნელოვანი ადგილებისა და შენობების თაობაზე ისრაელი-არაბეთის დავაში მხარეთა შორის ერთ-ერთს ემხრობა.

თელ-ავივში იუნესკოს რიგების დატოვების შესახებ აშშ-ის ახლანდელ გადაწყვეტილებას მხურვალედ დაუჭირეს მხარი:

„დღევანდელი დღე – ეს გაეროსთვის ახალი ერის დასწყისია. ეს არის საფასური ისრაელის დისკრედიტაციისთვის“, – განაცხადა გაეროში ისრაელის ელჩმა დენი დანონმა.

ითქვა ასევე, რომ აშშ-ის კვალდაკვალ იუნესკოს რიგებს ისრაელიც დატოვებს.

იუნესკომ აშშ-ის მიერ ამ ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილების გამო წუხილი გამოთქვა. ორგანიზაციის ოფიციალურ განცხდებაში ნათქვამია, რომ „ეს ნაბიჯი მსოფლიოს მულტი-კულტურული განვითარებისა და გაეროს ოჯახისთვის დანაკარგი იქნება“.


ასევე წაიკითხეთ