კვლავ განახლდა საუბრები იარაღის შენახვა-ტარების გამკაცრების აუცილებლობაზე " />

უყურადღებოდ დატოვებული იარაღით, აფხაზეთში ერთმა ბავშვმა მეორე მოკლა

კვლავ განახლდა საუბრები იარაღის შენახვა-ტარების გამკაცრების აუცილებლობაზე

აფხაზეთის გუდაუთის რაიონში კარაბინიდან გასროლით მოკლულია რვა წლის ბიჭუნა. იარაღი ხელში მის მეზობელს და მეგობარს ეკავა. ბავშვები სახლში მარტო დატოვეს, ისინი თამაშობდნენ, იარაღი იპოვეს, და არ იცოდნენ, რომ დატენილი იყო.

„ორივე ბიჭის მშობლები მეზობელ სოფელში გასვენებაში იმყოფებოდნენ და შინ იყო მხოლოდ მოხუცი ბებია, რომელსაც ყურადღების მიქცევა თავად ესაჭიროებოდა. გასროლის შემდეგ მსროლელმა ბიჭმა საშველად მაშინვე მეზობლებს მოუხმო“,   ჰყვება ადგილობრივი სკოლის დირექტორი სვეტლანა ჰაშიგი.

ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აფხაზეთში თითქმის ყველას მიუწვდება ხელი იარაღზე და ეს არანაირად არ კონტროლდება

აფხაზეთში პედოფილიის მსხვერპლთა შესახებ

სომხეთიდან ჩასულმა მხატვარმა სეირნობისას ვაზნები იპოვა

ამ ეტაპზე სამართალდამცავი ორგანოები მომხდარს უბედურ შემთხვევად აფასებენ. საზოგადოებაში კი პროტესტის ახალი ტალღა აგორდა – არამხოლოდ მშობლების გულგრილობის მიმართ, არამედ იმ მოთხოვნით, რომ იარაღის სახლში შენახვის პირობები გამკაცრდეს.

 სახასიათო კომენტარები:

 „ორი ბიჭუნას მთელი დღით უყურადღებოდ მიტოვება იმ სახლში, სადაც იარაღია. და იქ სეიფი არ არის, სადაც შეინახავდნენ! ვაზნები მაინც ამოეღო და დაემალა“.

„რატომ არ იყო იარაღი ჩაკეტილი, და რატომ იყო თავისუფლად ხელმისაწვდომი, თანაც დატენილი?“

„ახლახან ვიღაც აქ ხალხს შეიარაღებისკენ მოუწოდებდა, ხელში არაფრის მიცემა არ შეიძლება. როგორ შეიძლება ვაზნებიანი კარაბინის სახლში შენახვა, ისე, რომ ბავშვს მისი თავისუფლად აღება შეეძლოს; შეიარაღება კი არა განიარაღებაა საჭირო“.

„დალია – საჭეს მიუჯდა – ვიღაც მოკლა. საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია – ვიღაც მოკლა. იარაღის დამალვა დაავიწყდა – ისევ მოკლა. ყველა მიზეზი წვრილმანად აღიქმება, ფაქტობრივად კი ეს ჩვენი ცხოვრებაა“.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

ასევე წაიკითხეთ