უხარისხო ნავის გამო ადამიანი დაიხრჩო, მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოებაზე ზრუნვისაკენ მოუწოდებენ " />

თვითნაკეთი ნავი აფხაზეთში მორიგი ტრაგედიის მიზეზი გახდა

უხარისხო ნავის გამო ადამიანი დაიხრჩო, მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოებაზე ზრუნვისაკენ მოუწოდებენ

აფხაზეთში პოპულარულმა თვითნაკეთმა სათევზაო ნავებმა ისევ ტრაგედია გამოიწვია – დაღუპულია ადგილობრივი მეთევზე.

ყველაფერი აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა ტბა ბებისირზე მოხდა. ღამის თევზაობის დროს, ნავი, რომელშიც ორი ადგილობრივი იჯდა, ამობრუნდა და მეთევზეებმა ჩაძირვა დაიწყეს.

• როგორ არიგებენ სახელმწიფო ჯილდოებს აფხაზეთში

• რატომ იხრჩობიან ადამიანები აზერბაიჯანის პლაჟებზე

ნაპირზე იმყოფებოდა გენადი კოკოსკირი, რომელიც მათ საშველად გაეშურა. მცირე გაბარიტების ნავი, რომლითაც ის საშველად წავიდა, თვითნაკეთი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც გადარჩენილი მეთევზეები ნავზე ავიდნენ, მან ჩაძირვა დაიწყო. მეთევზეებმა მაინც მოახერხეს ნაპირამდე გასვლა, მაგრამ მათი გადამრჩენელი გენადი კოკოსკირი დაიღუპა.

მისი ცხედარი პროფესიონალმა მაშველებმა, რამდენიმესაათიანი ძიების შემდეგ აღმოაჩინეს.

„მდინარის ფსკერი ლამიანი იყო, წყლის ყოველი შერხევა მის ამღვრევას იწვევდა. სანამ დაიწმინდებოდა, ძიების შეჩერება და ლოდინი გვიხდებოდა. ამას გარდა, მყვინთავები მუდმივად აწყდებოდნენ ჩაძირულ სარებსა და მორებს“, -განუცხადეს ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

მაშველები ამბობენ, რომ მეთევზეები ხშირად სარგებლობენ თვითნაკეთი ნავებით, განსაკუთრებით, მდინარეზე თევზაობისას. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ნავები ვერ აკმაყოფილებენ ტექნიკურ მოთხოვნებს და არ აქვთ სამაშველო ჟილეტები. ამიტომ, მოვლენების ტრაგიკული სცენარით განვითარების დიდი შანსია. სამინისტრო მოსახლეობას საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ