გამწვავებული კონფლიქტი აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ორ შტოს შორის " />

აფხაზეთი: ხელისფლება ირჩევს ეკლესიას?

 გამწვავებული კონფლიქტი აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ორ შტოს შორის 

 აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარის, მღვდელი ბესარიონ აპლიას მიმართვაა გამოქვეყნებული, რომლითაც ავტორი ხელსუფლებას სთხოვს, „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“ოპონენტს _ აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას წაართვას მათ მიერ უკანონოდ დაკავებული, ახალ ათონზე მდებარე წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის სახელობის მონასტერი.

თუმცა, ეს პრობლემა რელიგიას ნაკლებად ეხება და უშუალოდ უკავშირდება აფხაზურ-ქართულ კონფლიქტს, რაც კიდევ მეტად აძნელებს მის მოგვარებას.

2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარების მიუხედავად, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურად მაინც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილად რჩება. ავტოკეფალიის მისაღებად  „აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას“ საკუთარი ეპისკოპოსი უნდა ჰყავდეს.

ეპისკოპოსის ხელდასხმისა და ამ გზით აფხაზეთის დამოუკიდებელი ეპარქიის დაარსების უფლება ყველა მართლმადიდებლურ საპატრიარქოს აქვს. 1990-იანი წლებიდან, კონფლიქტის საომარი ფაზის დასრულებისთანავე „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია“ მუდმივად მიმართავს ამ თხოვნით რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას,მაგრამ თანხმობას ვერ იღებს, რადგან ამ მეტისმეტად კონსერვატორული საეკლესიო კანონების დარღვევით რუსეთის საპატრიაქოს არამხოლოდ საქართველოს საპატრიარქოსთან მოუვა უთანხმოება, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს ეკლესიებთან.

აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოება, ბესარიონ აპლიას მეთურობით, ამ პრობლემას გაგებით ეკიდება. მათ აუცილებლად მიაჩნიათ, განამტკიცონ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ურთიერთობა, ხოლო ახალი სტატუსის მისაღებად შესაფერის დროს დაელოდონ.

მაგრამ 2011 წელს აფხაზეთში შეიქმნა „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია, რომელიც მიზნად ისხავს,რაც შეიძლება, სწრაფად დააარსოს აფხაზეთის დამოუკიდებელი ეკლესია და რუსეთის ეკლესიასთან თაამშრომლობას საჭიროდ არ მიიჩნევს. სამღვდელოების ეს ნაწილი, არქიმადრიტ დოროთეს (დბარი) ხელმძღვანელობით, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ეყრდნობა.

თავისთავად, მიმართვის ვებგვერდზე განთავსების ფაქტი ბევრმა იმის ნიშნად მიიღო, რომ ხელისუფლება საეკლესიო საბჭოს მხარდაჭერას აპირებს. დისკუსია, პირველ რიგში, სოციალურ ქსელში გაჩაღდა. ინტერნეტის მომხმარებლებმა დასვეს კითხვა, არის თუ არა ასეთი პუბლიკაციის გამოქვეყნება იმის ნიშანი, რომ მონასტრის დაბრუნების საქმეში ძალოვანი სტრუქტურებიც ჩაერთვებიან.

ცნობილმა პილიტოლოგმა არდა ინალიფამ აფხაზეთის პრეზიდენტს მისწერა ღია წერილი, რომელშიც აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებს „უსამართლო“ უწოდა. ასევე, ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელწიფოს მხრიდან შიდასაეკლესიო საქმეებში ჩარევა სახიფათო ნაბიჯია:

„აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის ხელმძღვანელების ‘დარწმუნებისა’ და ‘გათვითცნობიერების’ მიზნით,  მათთან გამართული მრავალრიცხოვანი  შეხვედრა რესპუბლიკის კონსტიტუციისა და „აფხაზეთის რესპუბლიკაში სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ“ კანონს არღვევს; ეწინააღმდეგება ეკლესიის სახელწიფოსგან განცალკევებით არსებობის და საერო სახელწიფოს მოწყობის პირობას.“

სოციალურ ქსელებში გამოთქმული სახასიათო მოსაზრებები: 

“საეკლესიო თემებზე დუმილს ვამჯობინებ. სახელმწიფო ამ საქმეში საერთოდ არ უნდა ერეოდეს. ჩვენ საერო სახელმწიფო გვაქვს, რომელიც რელიგიურ საკითხებს ვერაფრით გადაწყვეტს. მართლმადიდებლობის გარდა, კიდევ ბევრი სხვა რამ გვაქვს (პირველ რიგში, ტრადიციული რელიგია ). მღვდლები ერთმანეთში თვითონ უნდა მორიგდნენ, თორემ ხალხი მართლმადიდებლობაზე საბოლოოდ აიცრუებს გულს.

“წმინდა მეტროპოლიამ თავის ღმერთს  მფარველობა უნდა შესთხოვოს, ე.წ. „აფხაზეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ“კი თავის ღმერთს _ ჭკუა .

“ვკითხულობ და მაოცებს ხალხის (როგორც ჩინოვნიკების, ისე უბრალო ადამიანების) სიბრიყვე.  აფხაზეთის ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ,რომ ჩვენში ყველა წარსული მიღწევებით არის აღფრთოვანებული. გავიხსენოთ, მაგალითად _ მეფე ლეონი, კელეშბეი ჩაჩბა, ნ. ლაკობა, ე.ეშბა, ვ. არძინბა…  ცხადია,მათაც ჰყავდათ მოწინააღმდეგეები და არაკეთილმოსურნეები, რომელთა სახელები აღარავის ახსოვს, ჩვენი გმირების სახელები კი საუკუნოდ დარჩება.

იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ თვალწინ აფხაზეთის ავტოკეფალიის აღორძინება ხდება, ისტორია იქმნება, მაგრამ ნახეთ, როგორ დუნედ რეაგირებენ ადამიანები. ალბათ, გაივლის კიდევ 10, 15, 25, 30 წელიწადი და სიამაყით აღივსებიან  აფხაზეთს ავტოკეფალიის გამო! და თუ ამ პერიოდს წერილში მოხსენიებული გონებაშეზღუდული და ბრიყვი ჩინოვნიკებიც მოესწრებიან, პირველები  სწორედ ისინი დაჰკრავენ ტაშს ხელის გულების გადაყვლეფამდე; 50 და 100 წლის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მამა დოროთეს და მისი თანამზრახველებს გაიხსენებენ .

„სხვათა შორის, ამ საკითხის მოგვარებას ექსპრეზიდენტი შეძლებდა. სწორედ მის დროს დაიწყო ჩვენი ეკლესიის ქართულისგან გამოყოფის მიზნით ხელმოწერების შეგროვება. დღესაც არ არის გვიან, დროა, პარლამენტმაც გამოიღვიძოს და ყველა ადგილობრივ ეკლესიას ავტოკეფალიის აღიარებისკენ მოუწოდოს’.

ხანმოკლე დოკუმენტური ფილმი, რომელშიც კონფლიქტის ორივე მხარე (იგულისხმებიან მამა ბესარიონი და მამა დოროთე) გამოთქვამს საკუთარ აზრს, 2014 წელს Gogroupmedia-მ გადაიღო. მას შემდეგ მათი პოზიციები კვლავ უცვლელია.

პორტალის მასალები შეიცავს იმ ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღში.
გამოქვეყნებულია: 17.03.2016

ასევე წაიკითხეთ