მაგრამ პარლამენტში ოპოზიციონერების მცირე რაოდენობა გამოცდილებითა და ხარისხით კომპენსირდება" />

აფხაზეთის პარლამენტის ახალი შემადგენლობით უფრო ხელისუფლებაა კმაყოფილი

მაგრამ პარლამენტში ოპოზიციონერების მცირე რაოდენობა გამოცდილებითა და ხარისხით კომპენსირდება

ფოტო:იბრაგიმ ჭკადუა

გასულ კვირა დღეს დასრულებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები უფრო მეტად ხელისუფლებას ახარებს, ვიდრე ოპოზიციას.

ხმის მიცემის პირველი ტურის შემდეგ, როდესაც პარლამენტის მხოლოდ მესამედი იყო ჩამოყალიბებული, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მიღებული სადეპუტატო მანდატების მიხედვით, თანაბარი მდგომარეობა ჰქონდათ.

მაგრამ არჩევნების მეორე ტურმა უკვე პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მომხრეებისთვის ჩაიარა მაჟორულ ნოტზე: იმ 22 ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდებოდა, უმრავლესობაში ხელისუფლებისთვის სასურველმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ახალარჩეული პარლამენტის 35 დეპუტატიდან 20 მათგანი პროსახელისუფლებოდ არის მიჩნეული.

3U8A0066

ოპოზიცია ალბთ მეორე ტურისგან ბევრად მეტს მოელოდა. მის კულუარებში საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბების იმედიც კი ჰქონდათ. თუმცა, მეორე ტურის შემდეგ მათ პარლამენტში დამატებით მხოლოდ ოთხი  ადგილი მიიღეს – იმ ხუთის გარდა, რომელიც უკვე მიღებული ჰქონდათ.

მიუხედავად ამისა, პარლამენტში ოპოზიციონერების მცირე რაოდენობა მათი გამოცდილებითა და ხარისხით კომპენსირდება. ახალ პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება ისეთი ღირსშესანიშნავი ფიგურებით, როგორიცაა აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი და „ფონდ „აპრას“ თავმჯდომარე ასლან ბჟანია, რომელმაც ყველაზე ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში 35 ქულა დააგროვა.

ამგვარი მძიმეწონოსანი მოთამაშეებით  სახალხო საკრებულოს ახალ შემადგენლობაში  პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას მომხრეები თავს ვერ მოიწონებენ.

3U8A0096

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეთა გარდა, პარლამენტის ახალ შემადგენლობაში მოხვდა პირობითად „ნეიტრალურ“  პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც იმთავითვე დემონსტრაციულად ემიჯნებოდა ორ დაპირისპირებულ ბანაკს.

კერძოდ, დეპუტატის მანდატები მოიპოვეს  შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა რაულ ლოლუამ, პატია „აინარის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალმას ჯოპუამ, და ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბათალ ტაპაღუამ.

ამგვარად, როგორი საზეიმო განწყობაც არ უნდა იყოს დღეს პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ქვეყანაში, იმის იმედი, რომ ახალი პარლამეტი მთელი თავისი ვადის განმავლობაში მოქმედი ხელისუფლებისადმი ლოიალური იქნება, საპრეზიდენტო გარემოცვის ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილ ექსპერტებსაც კი არ გააჩნიათ.

3U8A9970

თავად არჩევნების მაჟორიტარული სისტემა, რომლის მიხედვითაც ყალიბდება აფხაზეთის პარლამენტი,  დეპუტატებს მანევრირიების, ანუ სიტუაციის მიხედვით მოქმედების საშუალებას აძლევს – რომ საკუთარი განწყობები არსებული პოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე ცვალონ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინა პარლამენტი, რომელიც ახლანდელი ოპოზიციონერის ალექსანდრ ანქვაბის დროს შეიქმნა, თავიდან ასევე პროსახელისუფლებო იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2014 წელს ოპოზიციამ პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა მიიტანა და ანქვაბს ვადამდე გადადგომა აიძულა, პარლამენტში ძალთა თანაფარდობა მაშინვე საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა.

3U8A9935

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ