დაავადებულთა უმრავლესობა – 20 -დან 40 წლამდე ასაკის ბაქოელია " />

აზერბაიჯანში წითელათი ერთ თვეში 55 ადამიანი დაავადდა

დაავადებულთა უმრავლესობა – 20 -დან 40 წლამდე ასაკის ბაქოელია

აზერბაიჯანში დეკემბრის განმავლობაში წითელათი დაავადების 55 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა უმრავლესობა 20-დან 40 წლამდე ასაკის ბაქოელია, რომლებიც ბავშვობაში არ აცრილან. სიკვდილის შემთხვევა არ ყოფილა. გაზაფხულზე, როდესაც ქვეყანაში ვაქცინას შეიტანენ, უფროსების უფასო ვაქცინაცია დაიწყება, ბავშვების აცრა უკვე ახლაც შესაძლებელია.

• წითელას ეპიდემია საქართველოში

• რატომ ამბობენ აზერბაიჯანელი მშობლები შვილების აცრაზე უარს

ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორის მოადგილის აფაგ ალიევას თქმით, აზერბაიჯანში წითელა 2013 წლიდან არ დაფიქსირებულა. მის „დაბრუნებას“ მეზობელ ქვეყნებში (მაგალითად, საქართველოში) წარმოქმნილ ეპიდემიას უკავშირებენ. დაინფიცირების პირველი შემთხვევები აზერბაიჯანში ნოემბრის ბოლოს გამოვლინდა.

ალიევას თქმით, დაავადებულთა შორის ძალიან ცოტა ბავშვია.

ექიმი წითელათი დაავადებულ ადამიანებს ურჩევს, რომ გამოჯანმრთელებიდან ორ თვეში ვაქცინაცია მაინც გაიარონ, რადგან ვაქცინა კომპლექსურია და მას წითურისა და პაროტიტისგან (ყბაყურა) დაცვაც შეუძლია.

საქართველოში წითელას ეპიდემია გასული წლიდან გრძელდება. 208 წელს 1400 შემთხვევა გამოვლინდა, იანვრის პირველ კვირებში – კიდევ 312.

აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიკლინიკებში ბავშვებს უფასოდ უკეთებენ თერთმეტი დაავადების საწინააღმდეგო აცრას, მათ შორის – წითელასაც. უბნის ექიმები მშობლებს ურეკავენ, რათა ბავშვები გეგმიურ აცრაზე მიიყვანონ, ან ოფიციალურად დაწერონ უარი. მეორე ვარიანტი სულ უფრო პოპულარული ხდება – ბევრი მშობელი შვილების აცრაზე უარს ამბობს, რადგან აცრას მავნებლობად მიიჩნევს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ