აზერბაიჯანი რეგიონში ყველა მეზობელს ჩამორჩება" />

  აზერბაიჯანში ქალებს ორჯერ უფრო დაბალი ხელფასები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს

აზერბაიჯანი რეგიონში ყველა მეზობელს ჩამორჩება

აზერბაიჯანში მამაკაცები ქალებზე თითქმის ორჯერ უფრო მეტს გამოიმუშავებენ, განსხვავება 43 პროცენტს შეადგენს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალებისა და მამაკაცების შემოსავლებს შორის განსხვავებების შესახებ გამოკვლევა. ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის გამოცემა innov.ru.

ამ მაჩვენებლის მიხედვით, აზერბაიჯანი რეგიონის მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩება. რუსი მამაკაცები 27 პროცენტით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე რუსი ქალები. საქართველოში ამ რიცხვებს შორის განსხვავება 38 პროცენტია.

საინტერესოა, რომ სომხეთის შედეგები ევროპის მაჩვენებლებს უტოლდება – სომხეთის მოქალაქე ქალები კოლეგა მამაკაცებზე მხოლოდ 20 პროცენტით ნაკლებს გამოიმუშავებენ.

 


ასევე წაიკითხეთ