მგზავრები ამის საპასუხოდ ფლეშ-მობს სთავაზობენ: ტრანსპორტით სარგებლობის მინიმუმამდე დაყვანას " />

აზერბაიჯანში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა გაძვირდება

მგზავრები ამის საპასუხოდ ფლეშ-მობს სთავაზობენ: ტრანსპორტით სარგებლობის მინიმუმამდე დაყვანას

1 აგვისტოდან ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობა ერთ-ნახევარჯერ გაძვირდება – თუკი ადრე მგაზვრები ქალაქის შიგნით ერთ მგზავრობაში 20 გიაპიკს იხდიდნენ (11 ცენტს), ამჟამად ფასი 30 გიაპიკი გახდა (17 ცენტი). ქალაქიდან გარეუბანში ან დაბებს შორის მგზავრობისთვის ერთ კილომეტრში 30-90 გიაპიკის გადახდაა საჭირო (17-50 ცენტის), ქალაქებს შორის კი – 2,4 გიაპიკის (1,4 ცენტი).

როგორც სააგენტო APA წერს, ეს იმით აიხსნება, რომ ბოლო წლების განმავლობაში მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებული ხარჯები გაიზარდა – უცხოური ავტობუსების ყიდვიდან დაწყებული, „მომსახურების დონის გამალებული ზრდით“ დასრულებული. ტრანსპორტის, მაღალ ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სამინისტრომ, დახურულმა სააქციო საზოგადოებამ „ბაქოს მეტროპოლიტენმა“, შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციამ „Bak uBus მას შემდეგ, რაც დაითვალეს, თუ რა უჯდებოდათ ეს ყველაფერი, სატარიფო საბჭოს ტარიფების გადახედვის მიზნით მიმართეს. მათი მიმართვა მიიღეს.

ავტობუსების ტარიფები 2007 წლიდან არ შეცვლილა, მეტროსი კი – 2011 წლიდან.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ სიახლეს უკმაყოფილებისა და სარკაზმის ტალღით შეხვდნენ:

„დიახ, ჩვენს მეტროში ჩასვლა არ შეიძლება. დახუთულობაა, ძველი ვაგონებია… და არც ავტობუსების უმეტესობაა უკეთესი. და რისთვის უმატებენ ფასს? თანაც საზოგადოებრივი განხილვის გარეშე“.

„ახია ჩვენს თავზე. თუ ასე გაგრძელდება, მგზავრობა 1 მანათიც გახდება“

„კიდევ ორჯერ რომ გააძვირონ, ეს ხალხი მაინც ჩუმად იქნება…“

ზოგიერთი კომენტარის მიხედვით კი, საერთოდ გაუგებარია, ადამიანი ირონიით წერს, თუ სერიოზულად.

„სრულიად ვემხრობი ფასების მატებას! სულაც 50 გიაპიკი გახადონ. სამაგიეროდ, ახლა ტრანსპორტში ჭყლეტა არ იქნება, და ადამიანები ავტობუსით და მეტროთი აღარ იმგზავრებენ იმ მანძილის გასავლელად, რასაც ფეხით 10 წუთში გაივლიან. და ეს გარეუბნების კაფეებსაც წაადგებათ – ადგილობრივი უსაქმურები ქალაქში აღარ ივლიან, და დროს იქვე გაატარებენ“.

Facebook-ის ბევრმა მომხმარებელმა , წინასწარი შეთანხმების გარეშე, ერთდროულად წამოაყენა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მოწყობის წინადადება – როდესაც ეს შესაძლებელია ავტობუსებითა და მეტროთი სარგებლობაზე უარის თქმა.

სატარიფო საბჭო ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ფასების გაზრდის შემდეგაც კი, აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასი რეგიონის ქვეყნებს შორის მაინც ერთ-ერთი ყველაზე იაფი რჩება.

ამაზე მგზავრები პასუხობენ, რომ არაკორექტულია, შეადარო ტრანსპორტის ფასი ბაქოსა და , მაგალითად, რუსეთსა და თურქეთში, რადგან ამ ქვეყნებში ხელფასის საშუალო დონეც უფრო მაღალია, და გაწეული მომსახურებისაც – ავტოპარკი უფრო ახალია, კონდიციონერი ყველა ავტობუსშია, და არა – ზოგიერთში.


ასევე წაიკითხეთ