ათასზე მეტმა ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა თურქეთის არმიაში მოხალისედ ჩაწერა ისურვა " />

აზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის ოპერაციას მხარი დაუჭირა

ათასზე მეტმა ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა თურქეთის არმიაში მოხალისედ ჩაწერა ისურვა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებით თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთით მდებარე საზღვრისპირა ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყებას მხარი უპირობოდ დაუჭირა.

ვინ არიან ქურთები და რატომ არიან ისინი დარტყმის ქვეშ

• სომხეთმა თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმა დაგმო

მავთულხლართით გაყოფილი სოფელი

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ოპერაცია კოდური სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ ქურთული ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგაა მიმართული. 

სამინისტროს განცხადება

 „აზერბაიჯანი მტკიცედ გმობს ტერორიზმის ყველანაირ გამოვლინებას და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან ტერორიზმთან ბრძოლას. ამ თვალსაზრისით, დარწმუნებულები ვართ, რომ ოპერაცია  „მსოფლიოს წყარო“ ხელს შეუწყობს ტერორისტული რისკის აღკვეთას, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას და, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, ნათქვამია  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

იშვიათი ერთსულოვნება

ეს ოპერაცია აზერბაიჯანში, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ბევრმა გაამართლა.

მაგალითად, ოპოზიციურმა პარტიამ „რესპუბლიკური ალტერნატივა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეთანხმება.

 „დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ოპერაციის ჩატარების ხარისხი თურქეთის წინააღმდეგ რაიმე ახალი კამპანიის წამოწყების ან მისთვის პრეტენზიების წაყენების საფუძველს არ გააჩენს“, – წერს პარტიის თავმჯდომარე ილგარ მამედოვი საკუთარ Facebook-გვერდზე

პოლიტიკური კვლევების ცენტრის „ატლასის“ დირექტორი ელჰან შაჰინოღლუ მიიჩნევს, რომ:

„თურქეთს სახვა ალტერნატივა არ რჩებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქურთების მუშათა პარტიის“ ძალებს (რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ) შეეძლოთ, რომ ჩრდილოეთის საზღვრის მთელ გაყოლებაზე არსებული ტერიტორია საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექციათ

ვებ-გვერდ Minval.az -ის პოლიტიკური მიმომხილველი ტოფიკ აბასოვი ვარაუდობს, რომ

 „ოპერაცია „მსოფლიოს წყარო“ ხავერდოვნადაც რომ წარიმართოს, სირიის კრიზისის საბოლოოდ გადასაჭრელად მაინც საჭირო გახდება მშვიდობიანი კონფერენციის ჩატარება. იარაღის ძალით აქ ვერაფერი გადაწყდება. მოგვიწევს, დიპლომატიის მოქნილი იარაღით აღვიჭურვოთ“.

ამავდროულად ათასზე მეტმა ახალგაზრდა ზერბაიჯანელმა განცხადება შეიტანა, რომ თურქეთის ჯარის მოხალისეები გახდნენ. ამის შესახებ ახალგაზრდობის განათლების დარგში ოფიცერთა საზოგადოებრივი გაერთიანების თავმჯდომარემ, თადარიგის ოფიცერმა ემინ გასანლიმ განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ „მამაცი თურქული არმია სულ მოკლე ხანში გამარჯვებას მოიპოვებს“. 

ზოგიერთები მაინც წინააღმდეგი არიან

თუმცა, აზერბაიჯანის ამ პოზიციას არცთუ მრავალრიცხოვანი კრიტიკოსიც ჰყავს -მაგალითად, ჟურნალისტი რაგიმ შალიევი, რომელიც წერს

„სიმართლე ისაა, რომ თურქეთი ქურთების თავისუფლებას ახშობს. მშვიდობიან მოსახლეობაზე ახლანდელი თავდასხმები ამის დასტურია. ერდოღანი ცდილობს, რომ რადიკალური ისლამი და თურქული ნაციონალიზმი გააერთიანოს, და ამით რაღაცას მიაღწიოს. ბუნებრივია, რომ ეს თურქეთის იზოლაციას და კიდევ მეტ ადამიანურ მსხვერპლს მოიტანს“. 


ასევე წაიკითხეთ