მისი ადვოკატი ძალდატანებით გაჩხრიკეს. მუხთარლი ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს " />

აფგან მუხთარლიმ კოლონიაში შიმშილობა გამოაცხადა

მისი ადვოკატი ძალდატანებით გაჩხრიკეს. მუხთარლი ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა და სინდისის პატიმარმა აფგან მუხთარლიმ კოლონიაში შიმშილობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მისი ადვოკატი ძალდატანებით გაჩხრიკეს.

• როგორ „ივიწყებენ“ აზერბაიჯანში ხმაურიან დანაშაულებს

• ვის უფლებებს იცავენ საქართველოში

ვინ არის აფგან მუხთარლი

ფოტო: www.occrp.org

გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ხელისუფლების კრიტიკით არის ცნობილი, 2014 წელს საქართველოში ემიგრირდა. 2017 წელს ის თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოში ჩაიყვანეს. იქ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ბრალად კი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი დაუმორჩილებლობა დასდეს. მუხთარლის თქმით, მის გატაცებაში საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ამ შემთხვევას ორივე ქვეყანაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები აფგან მუხთარლის სინდისის პატიმრად მიიჩნევენ. 2017 წლის ივნისში ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და მისთვის ყველა ბრალდების მოხსნისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ციხეში რჩება. მას არ შეეხო ახლახან მომხდარი შეწყალებაც კი, როდესაც 50 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა.

აფგან მუხთარლიმ ბევრჯერ იჩივლა იმის თაობაზე, რომ მას ოჯახთან და ადვოკატთან ურთიერთობაში ხელს უშლიდნენ. გარდა ამისა, მისი ნათესავები ირწმუნებიან, რომ მუხთარლის ციხეში არ მკურნალობენ, მიუხედავად იმისა, რომ მას დიაბეტი  და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა აქვს.

წვრილმანები

ადვოკატი ნემატ ქერიმლი №16 კოლონიაში თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მოსანახულებლად მივიდა. იქ ის  შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ ძალდატანებით გაჩხრიკეს და მისი ჩანაწერები წაიკითხეს. თუმცა, კანონით, ამის გაკეთება არ შეიძლება.

პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მეჰმან სადიგოვმა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს უთხრა, რომ ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცის. 

• რატომ გამოაცხადა მეჰმან გუსეინოვმა შიმშილობა, და რით დასრულდა ეს

ამ ინციდენტის შემდეგ აფგან მუხთარლიმ თავისი ცოლისა და მეგობრების მეშვეობით ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა, რომ კოლონიის შენობის წინ აქცია მოეწყოთ. მან ბლოგერ მეჰმან გუსეინოვის დასაცავად გამართული მასშტაბური კამპანია გაიხსენა, და თქვა, რომ ახლაც ასეთივე რეაგირებაა საჭირო.

ამასთან ერთად მუხთარლიმ განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს. სიტუაციას ის ართულებს, რომ აფგან მუხთარლი დიაბეტით არის დაავადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ხანმოკლე შიმშილობაც კი ძალიან საშიშია.

მუხთარლის „ახლანდელი შეტევების“  მიზეზად ის მიაჩნია, რომ ის ახლახან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პოლიტპატიმრების საქმეთა ადვოკატმა სუნა ტორჰილდურ ევარდსოტირმა და ევროკავშირის ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა მოინახულეს.

მომხდარს აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებში, თუმცა რეალურ ქმედებებს ჯერჯერობით არავინ ახორციელებს. აქციის ჩატარებას გეგმავენ 24 სექტემბრისთვის, თუკი იმ დროისთვის არაფერი შეიცვლება. 


ასევე წაიკითხეთ