თერექემეები წელიწადში ორჯერ იცვლიან საცხოვრებელს, ცხვრებსა და თხებს მწყემსავენ და საკუთარი ცხოვრების წესით ამაყობენ" />

აზერბაიჯანელი მომთაბარე მწყემსები: 25 ფოტო იმ ხალხის შესახებ, რომელთათვისაც საუკუნეების მანძილზე არაფერი იცვლება.

თერექემეები წელიწადში ორჯერ იცვლიან საცხოვრებელს, ცხვრებსა და თხებს მწყემსავენ და საკუთარი ცხოვრების წესით ამაყობენ

თერექემეები მომომთაბარე მწყემსები არიან. აზერბაიჯანელი თერექემეები „ეთნიკურ ჯგუფად“ მიიჩნევიან, მაგრამ რეალურად ეს ტერმინი არა ეთნიკურობისა თუ პროფესიის, არამედ ცხოვრების განსაკუთრებული წესის აღმნიშვნელია.

ისინი ცხვრებისა და თხების მოშენებით არიან დაკავებულნი და წელიწადში ორჯერ იცვლიან სადგომს – მაისში საზაფხულო საძოვრებზე გადადიან, სექტემბერ-ოქტომბერში კი საზამთრო ბინებს უბრუნდებიან. მათი საზამთრო საძოვრები ქიზისა და შემახის რაიონებში მდებარეობს. სწორედ ამ რეგიონებშია გადაღებული ეს ფოტოები.

ქიზი. მწყემსი ნაჯაფი

თერექემეებს ორ-ორი სახლი აქვთ – საზამთრო და საზაფხულო. ისინი აგურის პატარა სახლებს აშენებენ, რომლებშიც მაქსიმუმ სამი ოთახია. შენობის მასშტაბები ოჯახის სიდიდეზეა დაფუძნებული.

შემახა. არასტუნ რაჯაბოვი

უკვე ოცდაათი წელია, რაც რაჯაბოვების ოჯახის უფროსი, არასტუნ რაჯაბოვი მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. არასტუნის თქმით, მას ძალიან სურს, რომ მის შვილთაგან ერთ-ერთმა მისი საქმე გააგრძელოს.

ორშვილიანი ოჯახის ყოველდღიური საზრუნავი მხოლოდ საქონლის საძოვარზე გარეკვით არ შემოიფარგლება. უფროსებმა ბავშვები სკოლაში უნდა ატარონ. არადა უნდა ითქვას, რომ სკოლა საზამთრო სადგომიდან 10-15 კილომეტრში მდებარეობს. თვეში ერთხელ თერექემელები უახლოეს ქალაქში ჩადიან და მაკარონს, ფქვილს, ასანთსა და სხვა პროდუქტებს ყიდულობენ. ისინი ამ აქტივობას „რაიონში ჩასვლას“ უწოდებენ.

ქიზი. ნაჯაფის შვილები

ქიზი. ნაჯაფის ოჯახი

ქიზი. ცხვრის ფარა საძოვრიდან მოემართება

თერექემელები სოფლებში არ ცხოვრობენ. ისინი მცირე ჯგუფებად მომთაბარეობენ. მაგალითად, ქიზიში სულ 6-7 მომთაბარე ოჯახი ცხოვრობს, შემახაში კი მხოლოდ ერთი ასეთი ჯგუფი ვიპოვეთ. ბუნებრივია, მომთაბარეებს მჭიდრო დასახლებებად ცხოვრება არ სურთ, იმიტომ რომ წვრილფეხა საქონლისთვის მაქსიმალურად დიდი საძოვრებია საჭირო.

ქიზი. ალადდინი, ნაჯაფის ძმა

ქიზი. ნაჯაფის ვაჟი

ყველზე ადრე მწყემსები იღვიძებენ, რომლებიც ცხვრის ფარას საძოვრებზე მიერეკებიან, და სანამ მამაკაცები საქონელს მწყემსავენ, მათი ცოლები საშინაო საქმით არიან დაკავებულნი. მოწველილი რძით კარაქს, რძესა და სხვა პროდუქტებს ამზადებენ, ფრინველს აპურებენ და სულ მცირე, ორ დღეში ერთხელ ძველებური წესით ამზადებენ პურს – ცომს ზელენ, აბრტყელებენ და გაცხელებულ საჯზე ლავაშს აცხობენ. საჯი ლითონის ერთგვარი ფირფიტაა, რომელიც ქვებზე იდება. ამ ჭურჭელს ცეცხლს უნთებენ და მასზე საჭმელს ამზადებენ ხოლმე.

შემახა. არასტუნის ცოლი

ამავე თემაზე

13 ფოტო ერთი აზერბაიჯანული სოფლიდან, სადაც ზამთარში ვერავინ მიდის

13 ფოტო ერთი აზერბაიჯანული სოფლიდან, სადაც ზამთარში ვერავინ მიდის

25 ფოტო ჯავახეთიდან, რომელიც ამ მხარეს კიდევ უფრო შეგაყვარებთ

25 ფოტო ჯავახეთიდან, რომელიც ამ მხარეს კიდევ უფრო შეგაყვარებთ

აზერბაიჯანელები ჩინეთის შესახებ

აზერბაიჯანელები ჩინეთის შესახებ

ათი პეიზაჟი არატურისტული ბაქოდან

ათი პეიზაჟი არატურისტული ბაქოდან

რატომ იცლება მთა. რეპორტაჟი შატილიდან

რატომ იცლება მთა. რეპორტაჟი შატილიდან

როგორ მოხატეს მხატვრებმა ერევნის თაღები - ფოტოები

როგორ მოხატეს მხატვრებმა ერევნის თაღები - ფოტოები

სომხური სოფელი, საიდანაც ფულის გამოსამუშავებლად არავინ მიდის

სომხური სოფელი, საიდანაც ფულის გამოსამუშავებლად არავინ მიდის

სუფისტური მავზოლეუმი აზერბაიჯანში: მთავარია, გველებისგან შორს დაიჭიროთ თავი

სუფისტური მავზოლეუმი აზერბაიჯანში: მთავარია, გველებისგან შორს დაიჭიროთ თავი

ფოტორეპორტაჟი სტუდენტებისა და პენსიონერების ქალაქიდან

ფოტორეპორტაჟი სტუდენტებისა და პენსიონერების ქალაქიდან

ხიდან მოწყვეტილი კარტოფილი, მანდარინი და სხვა ხილი: 25 ფოტო აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონიდან

ხიდან მოწყვეტილი კარტოფილი, მანდარინი და სხვა ხილი: 25 ფოტო აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონიდან


ასევე წაიკითხეთ