მეჰმან გუსეინოვი ამას მუნიციპალურ და საპარლამენტო არჩევნებში მის მონაწილეობას უკავშირებს" />

დაპატიმრებული რეპერის დასაცავად გამართული მიტინგის შემდეგ, პოლიციამ აზერბაიჯანელ ბლოგერს სასტიკად სცემა

მეჰმან გუსეინოვი ამას მუნიციპალურ და საპარლამენტო არჩევნებში მის მონაწილეობას უკავშირებს

აზერბაიჯანელი ბლოგერი და ყოფილი პოლიტპატიმარი მეჰმან გუსეინოვი აცხადებს, რომ 27 დეკემბერს, ღამით ის ქუჩაში პოლიციელებმა შეიპყრეს, ქალაქგარეთ გაიყვანეს, სასტიკად სცემეს და წავიდნენ.

• აზერბაიჯანში დააპატიმრეს რეპერი, რომელმაც თავის ტექსტში პირველი ლედის ოჯახის საკუთრებაზე მიანიშნა

ეს იმავე ღამეს მოხდა, როდესაც გუსეინოვმა და სხვა აქტივისტებმა დაპატიმრებული რეპერის ფავრიზ გულუზადეს დასაცავად აქცია გამართეს.

ქალაქში დაბრუნებულმა გუსეინოვმა ჩაწერა ვიდეო, რომელშიც მოჰყვა, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მისი თქმით, ექვსი პოლიციელი იყო, ისინი ძალიან სასტიკად იქცეოდნენ, სცემდნენ, ამცირებდნენ, ადანაშაულებდნენ, რომ ის აქციის ორგანიზატორი იყო, და შემდეგ ჯერზე უარესი ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

• მუნიციპალური არჩევნები აზერბაიჯანში: ყოფილი პოლიტპატიმრები და ფემინისტები კანდიდატების როლში

გუსეინოვი ამას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მან ახლახან ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისას ხელისუფლება გაყალბებაში დაადანაშაულა. ასევე, ის გეგმავს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2020 წლის 9 თებერვალს ჩატარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით არავითარ განმარტებას არ აკეთებს. იმავე ღამეს, 12 საათზე რეპერის ფანები ქალაქის ცენტრში კიდევ ერთი აქციის ჩატარებას აპირებდნენ. ამ ადგილას რამდენიმე ათეული პოლიციელი გამოიყვანეს, საკუთრივ აქცია კი არ ჩატარდა.

ვინ არის მეჰმან გუსეინოვი?

26 წლის მეჰმან გუსეინოვი პოპულარული ვიდეობლოგერია. თავის ვიდეოსიუჟეტებში ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ამხელდა.

2017 წლის მარტში, ბაქოს რაიონული პოლიციის უფროსის მიმართ ცილისწამების ბრალდებით, გუსეინოვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის ამბობდა, რომ მას პოლიციის განყოფილებაში აწამებდნენ, და ეს სიტყვები სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია.

უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Amnesty International გუსეინოვი „სინდისის პატიმრად“ აღიარა.

პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ მეჰმანს ახალი ბრალდება წაუყენეს – დაცვის წევრის ცემა. მან ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. მას ეს ბრალდება, ევროპარლამენტის ჩარევით, მისი მხარდამჭერი მძლავრი საზოგადოებრივი კამპანიის შემდეგ მოუხსნეს.

2019 წლის ბოლოს გუსეინოვი მუნიციპალური არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ დამარცხდა. ის 2020 წლის 9 თებერვლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას აპირებს.

 


ასევე წაიკითხეთ