განიხილება მისი ექსტრადიციის საკითხი " />

აზერბაიჯანელი ბანკირის ცოლი ლონდონში დააპატიმრეს

განიხილება მისი ექსტრადიციის საკითხი

აზერბაიჯანელი ბანკირის ცოლი, ამირა გაჯიევა უკანონოდ შეძენილი სახსრების ლეგალიზაციასთან ბრძოლის ფარგლებში, ლონდონში დააპატიმრეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანეთი ამ კანონს უცხოელის წინააღმდეგ იყენებს. როგორც ВВС იუწყება, მისი დაპატიმრება ჯერ კიდევ გასულ კვირას მოხდა, აზერბაიჯანის მთავრობის მიერ მისი ექსტრადიციის მოთხოვნით.

ვინ არის ზამირა გაჯიევა?

ზამირა გაჯიევა – აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, ჯაჰანგირ გაჯიევის ცოლია. თავად ის, 211 მილიონი მანათის, ($130 მილიონი) მიტაცებისთვის აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს იხდის. მას შემდეგ მისი ცოლი გამოძიებას ლონდონში ემალებოდა და ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ყურადღება თავისი უაღრესად ძვირფასი ცხოვრების წესით მიიქცია.

• სკანდალი ზამირა გაჯიევას გარშემო

• აზერბაიჯანის ნავთობის ავადმყოფობა

რა იქნება ახლა?

ზამირა გაჯიევამ უნდა განმარტოს, თუ საიდან მოვიდა ის მილიონობით ფუნტი სტერლინგი, რომელსაც ის ლონდონში თავისი ქმრის საკრედიტო ბარათის გამოყენებით ხარჯავდა.

დაპატიმრების შემდეგ მოსამართლემ დაადგინა, რომ გაჯიევას გათავისუფლება 500 -ათას ფუნტიანი გირაოს სანაცვლოდ არის შესაძლებელი. მაგრამ სახელმწიფო პროკურატურაში ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ. საბოლოოდ გაჯიევა საგამოძიებო იზოლატორში დარჩა. მან შეიტანა სააპელაციო სარჩელი, რომელიც დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში 9 ნოემბერს განიხილება.

საზოგადოების რეაქცია

სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი ამ სიახლემ ძალიან გაახარა:

„კვირის საუკეთესო ახალი ამბავია“;

„ადგილობრივმა ქურდებმაც დაინახონ, რომ მათაც იგივე ბედი ელით“

„სჯობს, ფულის ექსტრადირება მოახდინონ, ის ქალი კი თუ უნდათ, თავისთვის დაიტოვონ))“

თუმცა, ისეთებიც მოიძებნენ, ვინც გაჯიევების წყვილს იცავდა:

„რა ადვილია საზოგადოების აზრით მანიპულირება – ყველას უხარია, რომ გაჯიევა დაიჭირეს და სამშობლოს გადმოსცემენ. არადა, ეს ერთადერთ წყვილი იყო, რომელმაც არ გადაიხადა. საბოლოოდ კი ქმარი დაპატიმრებულია, ცოლით კი ადგილობრივი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინგლისის მართლსაჯულება დაკავდნენ. დანარჩენი ქურდები კი მშვიდად და წარბშეუხრელად ცხოვრობენ“.


ასევე წაიკითხეთ