ვინ არის დამნაშავე? მეწარმე, შუამავალი, თუ ახალი წელი? " />

აზერბაიჯანში პროდუქტი გაძვირდა. მოსახლეობა უკმაყოფილოა

ვინ არის დამნაშავე? მეწარმე, შუამავალი, თუ ახალი წელი?

ბაქოს მაღაზიებში საკვები პროდუქტების ფასი ბავრი მყიდველისთვის შეუმჩნევლად მატულობს – „ყოველ კვირას სხვადასხვა პროდუქტს 3-5 გიაპიკს უმატებენ ( აშშ-ის 2-3 ცენტს). დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის თვის ბოლოს არცთუ მცირე თანხა გროვდება“, – ჩივის დასახლება ბაიხანოვის 54 წლის მკვიდრი ასია ისმაილზადე.

მაგალითად, ფაბრიკის კვერცხი ერთი თვის წინათ 11 გიაპიკი ღირდა, დღეს კი უკვე 24 გიაპიკი ღირს“.

მეფრინველეობის საზოგადოების თვმჯდომარე აიდინ ველიევი კვერცხის ფასის მატებასთან მეწარმეების კავშირს გამორიცხავს.

„ ჩემი მონაცემებით, მეწარმე 360 კვერცხს 42 მანატად ყიდის. დაახლოებით 11 გიაპიკი ერთ ცალში (6,9 ცენტი). ფასების ზრდა საქმოსნების სვინდისზეა. საქონელი ხელიდან ხელში გადადის, ყველაფერი კი მეწარმეს ბრალდება. თუმცა, მეწარმე დახლებს ვერ ხედავს. პირიქით, ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ შიდა მოთხოვნას და კვერცხის ექსპორტის გზებს ვეძებთ“, – ციტირებს ვალიევის სტყვებს სააგენტო APA.

დაახლოებით ორი თვის წინათ აზერბაიჯანული მედია და საზოგადოებრიობა კარაქის ფასის თაობაზე ღელავდა – აღმოჩნდა, რომ მისი ფასი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა, და ყველა სხვა გაძვირებულ პროდუქტს გაუსწრო. ოფიციალურმა პირებმა ეს მსოფლიოში კარაქის ფასისი მატებით ახსნეს. დაწვრილებით იხილეთ JAMnews-ის მასალაში:

აზერბაიჯანში ალკოჰოლი გაძვირდება, კარაქი კი გაიაფდება

ნოემბრის დასწყისში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ზეთის საბაჟო გადასახადის სამჯერ შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ 7 დეკემბერს შევა. ასე რომ, ზეთის ფასი ჯერეჯრობით არათუ იგივეა, არამედ კვირაში რამდენიმე პროცენტით ძვირდება კიდეც.

„ბევრი მომხმარებელი უკვე ვერ აძლევს თავს უფლებას, რომ ძვირფასი გერმანული და ახლზელანდიური ზეთები შეიძინოს, და უკრაინული წარმოების ზეთის ყიდვას ამჯობინებენ“, – წერს გაზთი „იენი მუსავატი“.

მეორე მყიდველი, ბაქოს მკვიდრი მუბარიზ რაგიმოვი ფასების ზრდას ახალი წლის მოახლოებას აბრალებს. „ყოველ წელს ნოვრუზის ან ახალი წლის დამდეგს ვაჭრები ცდილობენ, ხელსაყრელი მომენტით ისარგებლონ, და ფასები გაბერონ“.

ექსპერტი ეკონომისტი პავრიზ ჰეიდაროვი ფასების ზრდასთან დამდეგი დღესასწაულების კავშირს გამორიცხავს.

„ფასების ზრდა ეს მთელი მსოფლიოს ტენდენციაა. მაგრამ აზერბაიჯანზე სხვა სუბიექტური ფაქტორებიც ახდენს გავლენას. მაგალითად, მაღალი საბაჟო გადასახადები, მონოპოლიების არსებობა, შიდა ინფლაცია და სხვა. დღესასწაულები აქ არაფერ შუაშია“, – ციტირებს ჰეიდაროვის სიტყვებს modern.az.

პრობლემისადმი გულგრილები არც მილი მეჯლისის წევრები დარჩენილან, მათ შორის – არც პროსამთავრობოები. აზერბაიჯანის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს დეპუტატმა ევდა აბრამოვმა თქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ სათანადო ზომები უნდა მიიღოს ფასების ზრდის აღსაკვეთად.

„ ქვეყანაში პრობლემა გვაქვს: „თუ ფასები იმატებს, შემდეგ უკვე აღარ იკლებს“, – განაცხადა დეპუტატმა. 

ექვსი წლის წინ, კვერცხის ფასის მკვეთრი ზრდის გამო, რესპუბლიკის პრეზიდენტის ჩარევაც კი გახდა საჭირო. ილჰამ ალიევმა ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების თათბირზე განაცხადა: „კვერცხი ადილობრივი წარმოების პროდუქტია, და რატომ უნდა გაძვირდეს რამდენჯერმე? მე ამ საკითხის გამოკვლევის განაკრგულება გავეცი. აქ არის მონოპოლიის ნიშნები, მსოფლიოში ამას „კარტელურ გარიგებას“ უწოდებენ. კვერცხის ფასის ამწევები სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადეცემიან, და დაისჯებიან“.

მაშინ ფასებმა დაუყოვნებლივ ისევ დაიკლო.


ასევე წაიკითხეთ