უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას ამბობს, რომ ის, რაც ხდება ბელარუსში და საქართველოში პრობლემურია. მისივე თქმით, ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ უნდა რუსეთი, უნდა გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი
“შესაძლებლობები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩინეთი, NATO, უკრაინა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება უბრალოდ მშვიდობა და სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურთ რომ რუსეთი შეიჭრას მათ ტერიტორიაზე, უნდა გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი.
მხოლოდ და მხოლოდ 2 ალტერნატივა არსებობს. პირველი: ან უნდა გაიხსნას საომარი მოქმედებები ან უნდა დაიწყოს მცოცავი ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში. ეს ძალიან პრობლემურია. ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ სტრესში არიან, როგორ ხდება მათი ჩათრევა ამ განუკითხაობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი.
უკრაინელებიც, რომლებიც ძალიან აქტიურად იბრძვიან თავისუფლებისთვის და გამოხატავენ ერთგულებას ევროპული ღირებულებების მიმართ და ღვრიან სისხლს, მათ ჯერჯერობით ვერ მიიღეს დადებითი პასუხის ევროპაში და NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად ყველაფერი გაურკვეველია – დაფიქრდით ამაზე. ეს იმედგაცრუებაა. იმედგაცრუება არის ჩვენს სამხედროებში, ჩვენს მოქალაქეებში – ისინი ძალიან აქტიურად იბრძვიან, იტანჯებიან უკრაინაში, მაგრამ მაინც აქვთ იმედი. ეს წელი არის სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
“მიტინგზე, სადაც მისი ჩართვა იყო, ხალხს მოუწოდებდა, რომ ხალხი ხელისუფლებას გამიჯვნოდა იმის გამო, რომ მან ჩარტერულ რეისებს მოხალისეები, სამხედრო ამუნიცია არ გაატანა და ომში არ ჩაერთო. უფრო მეტიც, ამისთვის ელჩიც კი გაიწვია.
სამწუხაროა, რომ ის განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე. თუ აქ განსხვავებას ვერ ახერხებ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს – ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს. არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ – დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო – უნამუსოდ უსამართლო! ეს არის რეალობა.”