Wizzair ქუთაისის აეროპორტიდან ოთხ ახალ ავიარეისს დაამატებს
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair ქუთაისის აეროპორტიდან ოთხ ახალ მიმართულებას ხსნის. როგორც ავიაკომპანიის Facebook გვერდზე არის ნათქვამი, ახალი რეისები რომის ფუმიჩინოს აეროპორტის, პარიზის ბუვოს აეროპორტის, ბარსელონისა და პრაღის მიმართულებით დაინიშნა – ავიაკომპანიის საიტზე ამ მიმართულებებით ბილეთები 2018 წლის მაისიდან არის ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ Wizzair საქართველოს ბაზას A320 ტიპის კიდევ ერთ თვითმფრინავს დაამატებს.
უნგრული ავიაკომპანია Wizzair ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს 2012 წლიდან ახორციელებს. 2016 წელს ავიაკომპანიამ ქუთაისში საკუთარი ბაზა გახსნა. ამჟამად Wizzair ქუთაისიდან ფრენებს უნგრეთის, ლიტვის, პოლონეთის, გერმანიის, საბერძნეთის, კვიპროსის და დიდი ბრიტანეთის აეროპორტების მიმართულებით ახორციელებს.