აზერბაიჯანში არ არსებობს იმ ბავშვების სტატისტიკა, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, ღამეს ათევენ და მათხოვრობენ.
ბევრი მათგანი უნებლიე მათხოვარია – მათ ასე უწევენ ექსპლუატაციას ან მათივე მშობლები, ან გარეშე პირები. ბავშვები, რომლებიც იძულებული არიან, ასე ცხოვრობდნენ, უმეტეს შემთხვევაში, ფიზიკური, მორალური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.
მინიფილმში JAMnews-ი გიამბობთ ორი ასეთი გოგონას – ზეინაბისა და გიუნელის მწარე ხვედრსა და ცხოვრებაზე თავშესაფარში.