უკრაინაში შედგა ტყვეთა და პატიმართა გაცვლა “ყველა ყველაზე” პრინციპის საფუძველზე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებს – უკრაინის ხელისუფლებასა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის.
უკრაინული ტელეარხის ჰრომადსკოეს ცნობით, სულ 76 უკრაინელი სამხედრო ტყვე გათავისუფლდა – ამ ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს. გათავისუფლებულები კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
შეთანხმებას ამ გაცვლის შესახებ პარიზში, 10 დეკემბერს მიაღწიეს, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრაზე.
დღის განმავლობაში არც უკრაინის და არც თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელისუფლება არ ასახელებენ იმ პირების ზუსტ რიცხვს და ვინაობას, ვინც უნდა გაეთავისუფლებინათ.
ამ აქციის ყველაზე საკამათო მომენტი, რამაც უკრაინულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, სპეცდანიშნულების რაზმის “ბერკუტის” ხუთი მებრძოლის განთავისუფლებაა, რომლებიც ბრალდებული იყვნენ მაიდანზე დემონსტრანტების დახვრეტაში 2014 წლის თებერვალში.
ისინი წინა დღეს კიევის სასამართლომ გაათავისუფლა. უკრაინული მედიის ცნობით, ისინი უკვე გაცვალეს.
უკრაინაში დაიწყო ტყვეთა და პატიმართა გაცვლა “ყველა ყველაზე” პრინციპის საფუძველზე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებს – უკრაინის ხელისუფლებასა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის. ფოტო: ჰრომადსკოე