ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის ომი – ამ სახელწოდებით არის ცნობილი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი ავტონომიური მხარის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში მიმდინარეობდა. ომი დასრულდა ხელმოწერილი ზავით, თუმცა ორმხრივი სროლები პერიოდულად მაინც არის.

სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის სომხეთის მიერ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად თვლის და ითხოვს მათ დაბრუნებას. საერთაშორისო შუამავლობით კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.

სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები პირველად 1990-იანი წლების დასაწყისის მოვლენების შემდეგ 2016 წლის 2-6 აპრილს მოხდა და ისტორიაში შევიდა სახელწოდებით “აპრილის ომი”, ან “ოთხდღიანი ომი”. მოქმედებები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა. 2020 წლის ივლისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მოხდა შეტაკებები. სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ისტორიაში შევიდა, როგორც “მეორე ყარაბაღის ომი”. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მთავარი პუნქტები იყო: აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონში კონტროლის დაბრუნება; რუსი სამშვიდობოების შემოყვანა რეგიონში; პატიმართა გაცვლა და დევნილების დაბრუნება.

"მთიან ყარაბაღში შეიძლება აფხაზეთის მსგავსად რუსული პასპორტები დაარიგონ". კომენტარი ბაქოდან

ყარაბაღის იმ ნაწილში, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, ხელისუფლება მთლიანად მოსკოვს ექვემდებარება, მიიჩნევს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი იგბალ აგაზადე.

video icon

ცხოვრება ომის შემდეგ. ჯარისკაცობიდან მოქანდაკეობამდე. ვიდეო

ერიკმა, რომელიც ყარაბაღის მეორე ომში დაზარალდა, ქანდაკება ისწავლა და უკვე პირველი გამოფენა გამართა. ცხოვრება ომის შემდეგ

სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები: რა იარაღს ყიდულობენ და რა მოცულობით

2020 წელს სომხეთი იყო მეორე ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანა მსოფლიოში. 2021 წელს სომხეთი მეხუთე იყო, აზერბაიჯანი კი მესამე.

"მოსკოვი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება", - მოსაზრება ბაქოდან

პოლიტოლოგის ელხან შაჰინოღლუს თქმით, მოსკოვი ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებს

"ყარაბაღის რუსეთთან შეერთება სომხების ნებაზე არ არის დამოკიდებული" - მოსაზრება ბაქოდან

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის სამი ვერსია - როგორ შეუძლია აზერბაიჯანს გადაჭრას ყარაბაღის პრობლემა

ფაშინიან-პუტინის მოლაპარაკებები უკრაინაში ომისა და სომხეთში დაძაბულობის ფონზე

რა პრობლემებზე სასაუბროდ ჩავიდა ფაშინიანი რუსეთში. დასავლეთის გააქტიურება და ექსპერტების ანალიზი.

მოსაზრება: "ერევანი და ბაქო პირდაპირი დიალოგის ეტაპზე გადავიდნენ"

რა ბედი ელის ეუთოს მინსკის ჯგუფს და რატომ არის მისი შენარჩუნება სომხეთისთვის მნიშვნელოვანი

სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები ბრიუსელში. ცდილობს თუ არა ევროკავშირი დაასწროს მოსკოვს?

რა ვიცით ბრიუსელში გამართულ ფაშინიან-ალიევის მოლაპარაკებებზე

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერი: „აზერბაიჯანი ახალი ომის ლეგიტიმაციას ცდილობს“

ყარაბაღში ბოლო პერიოდში გამწვავებულ ვითარებაზე ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა

ვითარების გამწვავება მთიან ყარაბაღში

სომხეთი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის შეჭრაზე იუწყება, ბაქო ამას პოზიციების დაზუსტებას უწოდებს

რა ხდება კონფლიქტის ზონაში - კომენტარები ერევნიდან და ბაქოდან

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა