საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში

საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეა ანუ მილი მეჯლისი – ერთპალატიანი პარლამენტია, სადაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, მაჟორიტარული სისტემით 125 დეპუტატს ირჩევენ – თითო ადამიანს 125 საარჩევნო ოლქიდან. მაჟორიტარული სისტემის წყალობით, მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახერხებს უზრუნველყოს თავისი კანდიდატების მონაწილეობა თითოეულ ოლქში და საპარლამენტო სავარძლების უმეტესობის დაკავება.

 

მილი მეჯლისს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა შეუძლია, მაგრამ მთელი ისტორიის განმავლობაში, ამ უფლებით არასოდეს უსარგებლია.

1995 წლიდან მოყოლებული, პარლამენტში, ადგილების უმეტესობა, პრეზიდენტის პარტიას, „ახალ აზერბაიჯანს“ უკავია.

 

ტრადიციულად, უმცირესობა ეკუთვნით ოფიციალურად დამოუკიდებელ კანდიდატებს, მაგრამ ბევრი აზერბაიჯანსა და მის ფარგლებს გარეთაც მიიჩნევს, რომ ისინი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები მხოლოდ ფორმალურად არიან. ოპოზიციური პარტიები პარლამენტში წარმოდგენილები არ არიან.

 

პირველი სამი მოწვევის განმავლობაში, ოპოზიცია აბსოლუტური უმცირესობა იყო, მაგრამ 2010 წელს ოპოზიციამ კენჭი იყარა და პარლამენტში ვერ გავიდა, 2015 წელს კი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

 

2019 წლის ბოლოს, პარლამენტმა დაშლის შესახებ განაცხადა და არჩევნები, რომელიც 2020 წლის ბოლოს უნდა გამართულიყო, 2020 წლის 9 თებერვლისთვის გადმოიწია. ოპოზიციური პარტიებიდან, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ, ანუ, პირველ რიგში, მასში შემავალმა აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიამ. მაგრამ კენჭი იყარეს ცნობილმა ოპოზიციურმა პარტიებმა – „რეალმა“ და „მუსავათმა“ და 2019 წელს შექმნილმა ალტერნატიულმა გაერთიანება „მოძრაობამ“.

ბაქოში აქციაზე დაკავებულები ქალაქიდან გაიყვანეს და გაათავისუფლეს

არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ორგანიზება პარტიებმა „რესპუბლიკურმა ალტერნატივამ“ და „მუსავათმა“ გაუწიეს

საერთაშორისო ორგანიზაციებმა აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებს არადემოკრატიული უწოდეს

აზერბაიჯანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათ მიმართ უბრალოდ მიკერძოებულები არიან

მმართველი პარტიის გამარჯვება და იმედგაცრუება - საპარლამენტო არჩევნების შედეგები აზერბაიჯანში

პარლამენტში მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი შევიდა - პარტია „რეალის“ წევრი, ერქინ გადირლი

ცემა-ტყეპა, "კარუსელები", ჩაყრილი ბიულეტენები. აზერბაიჯანში არჩევნები დასრულდა

დამოუკიდებელი დამკვირვებლები ყველა შესაძლო დარღვევის შესახებ საუბრობენ, ოფიციალური მედია დუმს

რეკორდები, საჩივრები, მემები - როგორ ჩაირა წინასაარჩევნო რბოლამ აზერბაიჯანში

მთლიანობაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებამ აქტიურად და მშვიდობიანად ჩაიარა

აზერბაიჯანის ოპოზიცია ტელევიზიაში წინასაარჩევნო აგიტაციის სიძვირით უკმაყოფილოა

ბევრი ექსპერტი და კანდიდატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამით ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა სურს

აზერბაიჯანში მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება ვადამდელ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

ოპოზიციონერები, თავიანთი მონაწილეობის სანაცვლოდ, საარჩევნო რეფორმის გატარებას მოითხოვენ

პოპულარული