ქართულ-ოსური კონფლიქტი

სამხრეთ ოსეთი საქართველოს ავტონომიური რეგიონი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის თანამედროვე ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. სამხრეთ ოსეთს სურდა დამოუკიდებლობა, საქართველომ კი საპასუხოდ საერთოდ გააუქმა ავტონომიური რეგიონის სტატუსი და სამხრეთ ოსეთი შიდა ქართლის რეგიონში შეიყვანა.

პირველი შეიარაღებული წინააღმდეგობა და პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა ნოემბერ-დეკემბერში 1989 წელს. აქტიური საომარი მოქმედებები კი მოხდა 1991-1992 წლებში და დასრულდა 1992 წელს დაგომის შეთანხმების ხელმოწერით, რაც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტას და შეიარაღებული ფორმირებების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას ავალდებულებდა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან თავისი სამხედრო ნაწილების გაყვანა რუსეთის ფედერაციასაც დაევალა.

შეიარაღებული დაპირისპირების დროს, სხვადასხვა მონაცემებით, გარდაიცვალა 10 ათასამდე ადამიანი ყველა მხრიდან, ხოლო 100 ათასამდე ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა როგორც დევნილმა და იძულებით გადაადგილებულმა პირმა.

სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი “ერთობლივ საკონტროლო კომისიას” და სამმხრივ “ერთობლივ სამშვიდობო ძალებს” დაევალა. ამ უკანასკნელს, რომელიც  ქართული, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ბატალიონებისგან შედგებოდა, რუსი სამხედროები მეთაურობდნენ.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი 2008 წლის აგვისტომდე განიხილებოდა, როგორც “გაყინული” კონფლიქტი.

2008 წლის რუსეთსა და საქართველოს შორის 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

სამხრეთ ოსეთი აგრძელებს ცხოვრებას როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ რუსეთმა და კიდევ რამდენიმე “მესამე მსოფლიოს” ქვეყანამ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი კი მას აღიარებს, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს.

დაგომის ხელშეკრულებამ პრაქტიკულად ძალა დაკარბა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების შემდეგ.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე

14 წელია ჩვენი ქვეყნის გული რუსეთის მიერაა ოკუპირებული - პრემიერის განცხადება ომზე, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა

ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე მიზეზის გამო გააკრიტიკეს

ცხინვალი რუსეთისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მას იქ არ ელიან. რატომ და რას უნდა ველოდოთ?

ცხინვალის რუსეთთან შეერთება გადაიდო. ხომ არ უკავშირდება ეს საქართველოს ხელსუფლების პოზიციას უკრაინის ომზე?

სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მოსალოდნელ შეერთებას ზეიმობენ
video icon

სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეეთებას გეგმავს, მოსკოვი წინააღმდეგი არ არის

პირველი ნაბიჯები დაგეგმილია - საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე რეფერენდუმი ჩატარდება

მოსაზრება აფხაზეთიდან: რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება - რა იქნება შემდეგ?

ბჟანიამ რუსეთის კვალდაკვალ აღიარა, რო პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი კავშირის პერსპექტივა რეალობა ხდება

საქართველოს საგარეო უწყება: NATO-ში გაწევრიანება ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა

საქართველო რუსეთის განცხადებას ბუქარესტის სამიტის გაუქმების შესახებ, მიუღებელად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 3+3 ფორმატისთვის საქართველოსთვის კარი ღია რჩება

"ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება პლატფორმის მუშაობაში ჩაერთოს საქართველოც"

ცხინვალში დაკავებული გენადი ბესტაევი ანატოლი ბიბილოვმა ავადმყოფობის გამო შეიწყალა

ბესტაევი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავთ

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა