მხოლოდ ერთ თვეში საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 45 მოქალაქე დააკავა 
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 45 მოქალაქე დააკავა
“2023 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებში 45 კანონდამრღვევია დაკავებული, მათ შორის, როგორც სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევისთვის, ასევე, სასაზღვრო რეჟიმის”, – ნათქვამია ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
როგორც უწყება აცხადებს, დაკავებულთა ნაწილის მიმართ ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიყენეს, ნაწილის მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა. უკანონო დაკავების უკანასკნელი ფაქტი, ქართული მხარის ცნობით, გუშინ, 11 მაისს მოხდა.
სუს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
თავის მხრივ, ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება ატყობინებს მოქალაქეებსა და სტუმრებს, ვინც “რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ქონის (პასპორტის, ID ბარათის, მცირეწლოვნებისთვის დაბადების მოწმობის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – საზღვრის კვეთის უფლების) აუცილებლობაზე”.
● ცხინვალი: ომის დამნაშავეები დაისჯებიან ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად
● რუსეთი ოკუპირებული რეგიონების “საზღვრების” დელიმიტაციის ინიციატივით გამოდის
● აქცია ენგურის ხიდთან: აქტივისტები აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვენ