ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთი ცდილობდა დამოუკიდებელი ქვეყანა გამხდარიყო; თბილისი კი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკაა.

კონფლიქტი ომში გადაიზარდა, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით. სხვადასხვა წყაროების თანახმად, გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დევნილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიენიჭა. მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია და ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ უკან დაბრუნებას.

1994 წელს მხარეებმა მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დახმარებით ხელი მოაწერეს “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა განცალკევების” შესახებ ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების ფართომასშტაბიანი დარღვევები სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები იყვნენ განლაგებული, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებული იყო რუსი სამხედროებით. ასევე კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

2008 წლის აგვისტოში 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

აფხაზეთი ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ. მისი ეს სტატური რუსეთის გარდა ე.წ. “მესამე მსოფლიოს” რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად განიხილავს.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

"ჩვენ გვაქვს აფხაზეთში რუსული პასპორტიზაციის საწინააღმდეგო იარაღი, მაგრამ არ ვიყენებთ“ - სალომე ზურაბიშვილი

აფხაზეთის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე JAMnews-მა დაუსვა კითხვა

აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობა

Bellingcat: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ აფხაზეთში რუსეთი საზღვაო ბაზას დაჩქარებული ტემპით აშენებს

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაზა რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება, რადგან საზღვაო ბაზას შეუძლია უსაფრთხო თავშესაფარი უზრუნველყოს შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელიც ექვემდებარება უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

კრიზისი საქართველოში – როგორ იმოქმედებს ეს აფხაზეთზე? ასტამურ ტანია და ინალ ხაშიგი

როგორ იმოქმედებს ქართული კრიზისი აფხაზეთზე? დისკუსია ასტამურ ტანიასა და ინალ ხაშიგს შორის.

საქართველოს პრემიერმინისტრის "ფანტასტიკური“ დაპირებები. მოსაზრება აფხაზეთიდან

„საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე „თავის აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად“

რა გავლენას მოახდენს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე? მოსაზრება

"არცერთი თავისუფალი საზოგადოება არ დაუშვებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას"

აფხაზმა ომის ვეტერანმა საჯაროდ სოლიდარობა გამოუცხადა თბილისში აქციის მონაწილეებს

ლაშა ზუხბა: „საგარეო აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი ჯერ კიდევ წინ არის“

მოსაზრება აფხაზეთიდან: ჰპირდება თუ არა კრემლი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის სანაცვლოდ?

ინალ ხაშიგი გვთავაზობს თავის ვერსიას იმის შესახებ, თუ რატომ დასჭირდა "ქართულ ოცნებას“ სკანდალური კანონის მიღება

video icon

რუსეთი ისეთ შიდააფხაზურ საკითხებში შევიდა, რომლებზეც მანამდე თავს იკავებდა | გიორგი შაიშმელაშვილი

ინტერვიუ უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მკვლევართან გიორგი შაიშმელაშვილთან, სადაც ის ქართულ-აფხაზური მიმართულების აქტუალურ საკითხებზე საუბრობს

"საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა დაკავებების უკანონო პრაქტიკა" - ომბუდსმენის ანგარიში

"განსაკუთრებით საგანგაშო იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა"

ვოლსკი-ხიდაშელის შეხვედრა

ვოლსკი-ხიდაშელის შეხვედრა. საუბრის მთავარი თემა ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობების აღდგენა იყო

“ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ ხუთ მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია”- ხიდაშელი

ტოივო კლაარი: ევროკავშირმა 180 მილიონი ევრო დახარჯა აფხაზეთის მხარდასაჭერად და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციისთვის

"ევროკავშირის დახმარების გარეშე, დღეს აფხაზეთში სინათლე არ იქნებოდა"

პოპულარული