ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთი ცდილობდა დამოუკიდებელი ქვეყანა გამხდარიყო; თბილისი კი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკაა.

კონფლიქტი ომში გადაიზარდა, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით. სხვადასხვა წყაროების თანახმად, გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დევნილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიენიჭა. მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია და ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ უკან დაბრუნებას.

1994 წელს მხარეებმა მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დახმარებით ხელი მოაწერეს “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა განცალკევების” შესახებ ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების ფართომასშტაბიანი დარღვევები სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები იყვნენ განლაგებული, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებული იყო რუსი სამხედროებით. ასევე კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

2008 წლის აგვისტოში 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

აფხაზეთი ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ. მისი ეს სტატური რუსეთის გარდა ე.წ. “მესამე მსოფლიოს” რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად განიხილავს.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

"უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი"

"ეს არ იყო მისთვის სახალისო მოგზაურობა" - რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტზე

რა უნდოდა ლუკაშენკოს და რამდენად ადეკვატური იყო თბილისის რეაქცია?

საქართველოს პრეზიდენტი: არ შეიძლება გლოვაში ვიცხოვროთ - მზად უნდა ვიყოთ ახალი პერსპექტივისთვის

"ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა არის ჩვენთვის ყველასთვის ვალდებულება"

არასამთავრობოები აფხაზეთის ომზე: "პატივს მივაგებთ ომის მსხვერპლებს კონფლიქტის ორივე მხარეს"

"მნიშვნელოვანია საქართველოში დაიწყოს მშვიდობის მშენებლობის არსებითად ახალი პროცესი"

კომენტარი: არის თუ არა აფხაზეთისთვის საფრთხე საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნაზე რეფერენდუმის იდეა?

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კან ტანიას მოსაზრება

რუსეთი მუქარით ცდილობს წაართვას აფხაზეთს ბიჭვინთის ნაწილი, თბილისი კი დუმს. რატომ?

როგორ აფასებენ თბილისის რეაქციას ექსპერტები და რა მოტივაციას ხედავენ საქართველოს ხელისუფლების დუმილში?

აფხაზეთის ომი. როგორ დაიწყო და განვითარდა კონფლიქტი - ქრონოლოგია

 როგორ დაიწყო და განვითარდა კავკასიის ერთი-ერთი ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი. ხედვა თბილისიდან და სოხუმიდან

"პროპაგანდა და დეზინფორმაცია"- სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აფხაზების პროვოცირება მოახდინა?

აფხაზმა კონფლიქტოლოგებმა ბლინკენის განცხადებებს პროპაგანდა უწოდეს და მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს

ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე

14 წელია ჩვენი ქვეყნის გული რუსეთის მიერაა ოკუპირებული - პრემიერის განცხადება ომზე, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა

ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე მიზეზის გამო გააკრიტიკეს

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა