სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 14 შემთხვევა დარეგისტრირდა, სულ - 136
სომხეთში 20 მარტს კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 14 შემთხვევა დარეგისტრირდა. მთლიანობაში დაინფიცირებულთა რიცხვი 136-მდე გაიზარდა,
– იუწყება დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი.
წვრილმანებს ჯერ არ იუწყებიან. მანამდე ჯანდაცვის სამინისტრო გამოვიდა განცხადებით,
რომ ამიერიდან დაინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია დღეში ერთხელ
– დილაობით განახლდება.
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 1 მარტს გამოვლინდა. პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა. ეს ქვეყანაში ჯერჯერობით გამოჯანმრთელების ერთადერთი შემთხვევაა.
16 მარტს სომხეთის მთავრობამ დაინფიცირებულთა რიცხვის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. ის 14 აპრილამდე იმოქმედებს.
• კორონავირუსი: გამოცხადებულია პანდემია. რას ნიშნავს ეს და რას უნდა ველოდოთ
• კორონავირუსი. არავითარი გადაკოცნა, მისალმება იდაყვებით და ფეხსაცმელებით. ვიდეო