Edison Research, SAVANTA, Gorbi - სამი ტელეკომპანიის დაკვეთილი სოციოლოგიური გამოკითხვების ბოლო შედეგები
გაზიარება
გაზიარება
სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები
საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, სამმა ტელევიზიამ სამი სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული ბოლო პარტიული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა: ტელეკომპანია ფორმულამ – Edison Research-ის, ტელეკომპანია მთავარმა – SAVANTA-ს, ხოლო ტელეკომპანია იმედმა – Gorbi-ს.
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10%
ლეიბორისტული პარტია – 5%
გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
სხვა პარტიები – 1%
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 36%-ის აზრით, სწორი მიმართულებით.
კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-18 ოქტომბრის შუალედში.
ბრიტანულმა კომპანია SAVANTA-მ ტელეკომპანია “მთავარი არხისთვის”, მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით, საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა.
კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – ხალხის ძალა – 35%
კოალიცია ცვლილებისთვის – 19%
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 16%
ძლიერი საქართველო – 9%
გახარია – საქართველოსთვის – 8%
გირჩი – 3%
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 2%
სხვა – 5%
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით.
იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 81%.
საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.
სამთავრობო “იმედის” დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, “გორბის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, შედეგები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – 60.2%
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 15.4%
კოალიცია ცვლილებებისთვის (ახალი-გირჩი მეტი თავისუფლებისთვის-დროა) – 9.0%
კოალიცია ძლიერი საქართველო (ლელო-მოქალაქეები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი) – 3.3 %
გახარია საქართველოსთვის – 2.9%
გირჩი – 2.8%
ლეიბორისტული პარტია – 2.0%
პატრიოტთა ალიანსი-ალტ ინფო – 1.9 %
სხვა პარტიები – 2.5 %
გორბმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. ტელეკომპანიის ცნობით, გამოიკითხა 1704 ადამიანი და ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.