სინდისს საბუთები არ აქვს
მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში დილიდან, დაჭრილი მენავთობეების მიყვანის მომენტიდანვე ვიმყოფებოდით, პოლიციამ და საავადმყოფოს დაცვამ ნება არ დაგვრთეს, ექიმების ოფიციალური განცხადება მოგვესმინა. ცოტა ხნში დავინახე, როგორ მოვიდნენ İTV-ის ჟურნალისტი და ოპერატორი, და საავადმყოფოს დაცვამ როგორ წაიყვანა ისინი დიდის ამბით ექიმთან ინტერვიუზე. მეც მივირბინე სიტყვებით: ‘რატომ განასხვავებთ ჟურნალისტებს?’ რაზეც მიპასუხეს: ‘ქალიშვილო, მათ მთავარი ექიმის ნებართვა აქვთ’. მე ჯიუტად ჩვდგი ფეხი კარის ჭრილში და ვუთხარი, რომ მეც მინდოდა შიგნით შესვლა და მეც მქონდა ინფორმაციის მიღების უფლება. რაზედაც კაცმა მიასუხა: ‘ქალიშვილო, თქვენ ჟურნალისტიც არა ხართ. თქვენ მოწმობაც არ გაქვთ’. ვუპასუხე, – თუ მოწმობა გჭირდებათ, ჩანთაში მაქვს – ნახეთ და შემიშვით; ის კი მომართულივით იმეორებდა, – თქვენ ჟურნალისტი არ ხართო. კარში დგომას ვაგრძელებდი. საავადმყოფოს დაცვამ პოლიციელს უთხრა, პოლიციის რაზმი გამოეგზავნა. მოკლედ, ყველაფერი აირია. მე მაინც ჩემსაზე ვიდექი. უცებ შემოვბრუნდი და იცით, ვინ დავინახე? გამომძიებელი, რომელმაც ჩვენება ჩამომართვა Meydan TV-ს საქმეზე მძიმე დანაშაულთა გამოძიების სამმართველოში. ნამდვილი ბედის ირონიაა. ახლა მას მივმართე, – ალი მუალიმ, იქნებ აუხსნათ ამ ხალხს, რომ მე ჟურნალისტი ვარ? თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ჟურნალისტი ვარ. ალი მუალიმი დაიბნა, გაიცინა და მერე დასერიოზულებულმა მითხრა: ‘ხანუმ, ნება მომეცით, შევიდე.’
P.S. შეიძლება, ის რაც დღეს განვიცადე, ჩემი ბოლო გამოცდილება აღმოჩნდეს ჟურნალისტიკაში. ბევრი კი განვიცადე და ბევრიც ვნახე. საკაცეზე მწოლიარე მუშას ვკითხე: ‘იქ დახოცილები არიან?’ მიპასუხა: ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედისო. საერთოდ, მძიმე დღე იყო.
სულ რაღაც 5-6 წელია, ჟურნალისტიკაში ვარ. მიმაჩნია თუ არა თავი პროფესიონალ ჟურნალისტად? არა, სულაც არა. ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო. მაგრამ ერთ რამეში დარწუნებული ვარ – ჩემი პროფესიისთვის ისე გავწირავ სიცოცხლეს, წამითაც არ დავფიქრდები. სინდისი სუფთა მაქვს. თუ ოდესმე მიხვდებით, რომ არ გამოგდით, შეგიძლიათ, უბრალოდ, წახვიდეთ ჟურნალისტიკიდან. წადით და სხვა რამე აკეთეთ, მაგრამ ნუ გაისვრებითი და ბოროტს არ ემსახუროთ. როგორც იტყვიან, წადით, ვიდრე არ დაგვიანებულა. წადით, რომ თქვენივე ნებით გასვრილებმა, ვითომც არაფერი მომხდარაო, შემდეგ არ წეროთ: ‘ჩვენ ყველანი ახალი ამბებისთვის ყელში თოკს წაჭერით ვართ დაკავებულები’. ის კი ზუსტად ვიცი – თუ ჟურნალისტად ვერ ვიმუშავებ, შემიძლია სუფთა სინდისით ტანსაცმლის კარგი გამყიდველი გავხდე. მთავარია, სინდისმა არ მიმატოვოს. პატივისცემით!