„შუშის ქილები უროს ქვეშ“ - როგორ გადავარჩინოთ საკუთარი ქალაქი. მსჯელობენ აფხაზი მხატვრები - VIDEO
გაზიარება
გაზიარება
მხატვრები აფხაზეთში
გამოფენაზე, რომელიც სოხუმის ცენტრში გაიმართა, მხატვრებმა აფშა ხაგბამ და დიანა ხინთბამ მთავარი აქცენტი სოხუმის ისტორიული იერსახის გადარჩენის მნიშვნელობაზე გააკეთეს. მათ შეახსენეს მნახველებს, თუ რამდენად ადვილია ისტორიის დაკარგვა.
გამოფენა აფხაზეთის დედაქალაქის ისტორიულ „გულში“ – სოხუმის ციხესიმაგრეში გაიმართა.
სტუმრებს დახვდათ აბრები იმ ყველაფრით, რისგანაც შედგება დღეს რუტინული ცხოვრება – სინათლისა და წყლისა და მათი არარსებობის შესახებ, გასაყიდი რეკლამები და დღის წესრიგში არსებული აქტუალური პოლიტიკური თემები.
გამოფენას ახლდა ნადირ ჯინალის მიერ მომზადებული ექსკლუზიური აუდიოკომპოზიცია, მისი კურატორი კი ადვოკატი საიდ გეზერდავაა, რომელიც სასამართლოებში ცდილობს დაიცვას ქალაქის ისტორიული იერსახე.
პროექტი Fragility განხორციელდა სოციალურ-კულტურული ინიციატივების საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო