ცეროდენა სანაპიროზე - არხიპ ლაბახუას ახალი სკულპტურა აფხაზეთში
ცეროდენა სანაპიროზე
სოხუმის სანაპიროზე ახალი სკულპტურა დაიდგა – ბიბიგონი საბჭოთა საბავშვო მწერლის, კორნი ჩუკოვსკის ზღაპრიდან. ბრინჯაოში ჩამოსხმული “ცეროდენა” სრულად შეესაბამება ზღაპრის აღწერილობას – სკულპტურის სიმაღლე მხოლოდ 12 სანტიმეტრია.
ავტორი ცნობილი აფხაზი მხატვარი და მოქანდაკე, არხიპ ლაბახუაა. ის ამბობს, რომ ბიბიგონი არის ფილოსოფიური ილუსტრაცია რწმენისა და იმედის თემაზე – პატარა ბიჭი, რომელმაც ოსტატს მოპარა ფეხსაცმელი, რათა გაცუროს თავის ოცნებისკენ.
- “ხელყოფილია სვანური ცეკვა” – კულტურის სამინისტრო სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება
- როგორ ათხოვებდა არქიფი დას
- ”აფხაზეთი შავი ხვრელი არ არის”. ყოფილი დიპლომატი, რომელიც თეატრს ჩაუდგა სათავეში
კომპოზიცია ერთი სანტიმეტრით აღემატება ცნობილი ქართველი მწერლის, რეზო გაბრიაძის ჩიჟიკ-პიჟიკს, მაგრამ სოხუმის ბიბიგონი უდავო ჩემპიონია მინიატურულ ზომებში.
ბრინჯაოში ჩამოსხმული ქანდაკების ღირებულება მწირია – მხოლოდ 400 დოლარი. ეს თანხა არხიპმა და მისმა სამმა მეგობარმა “ჩადო” საერთო საქმეში – თითოეულმა 100 დოლარი.
„ბიბიგონი“ არ არის არქიპ ლაბახუას პირველი ნამუშევარი აფხაზეთში. მისი ბრინჯაოს ქანდაკებები „ქათმით ხელში“ და „ნიკა გრამოფონით“ – ცნობილი აფხაზი მწერლის, ფაზილ ისკანდერის მოთხრობების გმირები – უკვე აფხაზეთის დედაქალაქის სიმბოლოებად იქცა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო