2 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა 582 დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 207 გამოჯანმრთელდა და 8 გარდაიცვალა.
გარდაცვლილს covid-19-თან ერთად ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადებები, მათ შორის: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე და გადატანილი ჰქონდა ინფარქტი.