ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. კრიტიკულად 25 პაციენტი ითვლება.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5552
გამოჯანმრთელებული – 2054
გარდაცვლილი – 31
კარანტინის რეჟიმში – 5637
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 800
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ბოლო სამი გარდაცვლილი პაციენტიდან ორი მკურნალობას აჭარაში გადიოდა. შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო აჭარაში შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის და კაფე-რესტორნების მუშაობა.