ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 149 გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსის გავრცელების მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო კარანატინი გამოცხადდა თეთრიწყაროში – იქ ადგილობრივი საავადმყოფოს 19 თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა. საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა.
საზღვარგარეთ კი კორონავირუსით საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა. მათგან ერთ-ერთი აშშ-ში, ნიუ-იორკში მცხოვრები 80 წლის მამაკაცია, მეორე კი 53 წლის მამაკაცი იყო, რომელიც ლატვიაში ცხოვრობდა. ორივე მათგანს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.