ბაგა-ბაღები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოში 2 მარტიდან დაიკეტა, 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში, 15 სექტემბრიდან მუშაობას განაახლებენ თეატრებიც.
2 სექტემბრიდან გაიხსნება მესტია და ლენჯერი, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო მოქალაქეების გასვლა და შესვლა 10 აგვისტოდან არის შეზღუდული.
საქართველოს სკოლებში კი სწავლა 15 სექტემბერს განახლდება. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის თავიდან აცილების მიზნით, სკოლებს გარკვეული რეგულაციების შესრულება მოუწევთ.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ელი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან“, – წერს გახარია.