სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი საპროკურორო და მართლმსაჯულების სისტემები.
ასევე, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიქცეს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად.
“მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომელიც შედეგად დაძაბული ვითარების მეტ ესკალაციასა და ძალადობას მოიტანს
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ ერთგულება, მართლმსაჯულებისა და საპროკურორო სისტემების პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლების გზით.
ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან, როგორც მოკავშირესთან მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს”, – წერია განცხადებაში.
_____________________________________
- რა ხდებოდა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ და მანამდე. ქრონოლოგია
- 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადს გააკეთებს. რას ნიშნავს ეს?
- წარმატებულები რომ გახდნენ, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ინვესტირება ადამიანებში უნდა მოახდინონ
_______________________________________
საქართველოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
მეორე დილით ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
როგორც გახარიამ განმარტა, მისი გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმითვე, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
იმ დღესვე ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის.
ახალი პრემიერი პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს.
______________________________________________
● პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა
● სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა