სახდეპი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ყველა მხარეს, გაერთიანდნენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად
სახდეპის მოწოდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ყველა მხარეს, გაერთიანდნენ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების განხორციელებაზე ერთად იმუშაონ.
ამის შესახებ სახდეპს პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისის თქმით, საქართველოს გაერთიანების საჭიროება არასდროს ყოფილა უფრო აუცილებელი.
“ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, ისევე როგორც ქართველმა ხალხმა, რომ ქართველები საკუთარ მომავალს ხედავენ ევროპასთან და ევროკავშირთან ერთად და მათ გადაეცათ მკაფიო საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა მხარეს, რომ გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. საქართველოს გაერთიანების საჭიროება არასოდეს ყოფილა უფრო აუცილებელი.” – აღნიშნა პატელმა.
● პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი: ხელისუფლებაში ყველაფერს აკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების ყოველგვარი შანსი მოანგრიონ
● ზურაბ ბატიაშვილის მოსაზრება: საქართველო, რომელიც თავის დროზე რეფორმების მედროშე იყო, ახლა ყველაზე ჩამორჩენილ ჯგუფშია
● “მეხუთე კოლონა” და “უკრაინიზაციის გეგმა” – რა თქვა პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა