სად უჭირს ხალხს ყველაზე მეტად? სიღარიბე საქართველოს რეგიონების მიხედვით
გაზიარება
გაზიარება
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანახმად, საქართველოში ყოველი მეშვიდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ამჟამად ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღები ნახევარ მილიონზე მეტი – 510 343 ადამიანია, რაც მთლიანი მოსახლეობის 13,7%-ია.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ირკვევა, საქართველოში არის რეგიონები, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი (43 პროცენტი) სოციალურ შემწეობას იღებს. ეს საქართველოს ყველაზე მცირედ დასახლებული რეგიონები – რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია.
დიდი რეგიონებიდან, ყველაზე მეტად ხალხს სამეგრელოში და გურიაში უჭირს. სამეგრელო ის რეგიონია, სადაც ყველაზე მეტი დევნილი ცხოვრობს.
სოციალურ შემწეობებს ყველაზე ნაკლებად სამცხე-ჯავახეთში და იმერეთში იღებენ, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამ ორი რეგიონიდან განსაკუთრებით დიდია მიგრაცია. ჯავახეთში დიდწილად ეთნიკურად სომხური მოსახლეობა ცხოვრობს. აქაური მამაკაცები ყოველ წელს, მასობრივად გადიან რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე. იმერეთიდან კი ძალიან დიდია ემიგრაცია ევროპაში – იტალიაში, საბერძნეთში, ასევე თურქეთში.
ვლადიმერ ვალიშვილის ფოტო
რომელია საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონები:
● რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – შემწეობას იღებს 43% (მოსახლეობა – 29 080)
● სამეგრელო-ზემო სვანეთი – 19,4% (მოსახლეობა – 311 113)