‘ბაქოს ‘ლუნა-პარკი’ ბრწყინვალე გასართობი ცენტრია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ლამაზი დასასვენებელი ადგილები , პარკის ზონა, კარუსელი, ატრაქციონები
‘ამერიკული მთები’,’ მონორელსური გზა’, ‘ვიკინგი’, ‘, ‘Stuker’, ‘Galaxy’, ‘Autodrom’, ‘გედი’, ‘ცა’, ‘მზე’, ‘მატარებელი’, ‘Castello’. ლუნა-პარკში გახსნილია საზაფხულო კაფეები, სადაც კლიენტებს უალკოჰოლო სასმელებს, ნაყინსა და ნაციონალურ კერძებს სთავაზობენ. აქ თქვენ და, განსაკუთრებით, თქვენი შვილები მშვენივრად დაისვენებთ ქალაქიდან გაუსვლელად’.
ეს ძველი ტექსტი ბაქოს გასართობი ცენტრების ინტერნეტკატალოგში, ერთ-ერთ ვებგვერდსღა შემორჩა. სინამდვილეში ზემოთ ჩამოთვლილი ატრაქციონებიდან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. 2000-იან წლებში, როდესაც ‘ლუნა-პარკი’ გაიხსნა, კარგი სარეკლამო კამპანიის შედეგად ის მალევე გახდა პოპულარული და გართობის ბაზარზე ერთგვარ პერსპექტიულ სიახლედ აღიქმებოდა. თუმცა, პარკს თავიდანვე არასწორი მდებარეობა შეურჩიეს _ ღარიბული გარეუბანი, რომელსაც ცენტრიდან მხოლოდ მანქანით თუ მიუდგებოდი.
გარდა ამისა, მალე იმ ადგილას მასშტაბური მშენებლობაც დაიწყო და პარკი გაუკაცრიელდა, რაც ბიზნესის დაგეგმარების არასწორი სტრატეგიის შედეგია.
‘ლუნა-პარკის’ შესასვლელი ჭიშკარი მხოლოდ ღამით იკეტება; თუმცა, რა აზრი აქვს _ ღობე იმდენად დაბალია, რომ მსურველს პარკის ტერიტორიაზე მოხვედრა ძალიან ადვილად შეუძლია.
ბევრი ატრაქციონისგან მხოლოდ სახელიღა დარჩა. არცთუ ბევრს ახსოვს,თუ რა იყო წინათ ამ ადგილზე.
‘ვიკინგი’ – ერთ-ერთი პირველი ატრაქციონი ბაქოში
‘აქლემების დოღი’ ერთგვარი თამაში იყო. აქლემისთვის უნდა მოგერტყა, რომ ‘გაქცეულიყო’. ვისი აქლემიც უფრო მალე მიაღწევდა ფინიშის ხაზს, ის იყო გამარჯვებული და მოკრძალებულ ჯილდოს _ უხარისხო ჩინური სათამაშოს გადასცემდნენ.
საათ-ნახევრის განმავლობაში პარკში არავინ შემხვედრია. არადა, ორიათასიანი წლების დასაწყისში ‘ლუნა-პარკი’ ბაქოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი იყო.