რუსი სამხედროები სომხეთში კორონავირუსთან საბრძოლველად ჩაფრინდნენ
ოფიციალური მონაცემებით, 8 აპრილისთვის სომხეთში კორონავირუსის 881 შემთხვევაა დადსტურებული. დაინფიცირებულთაგან ექვსი – სომხეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურეა. თავიდან დაავდება დაუდასტურდა ერთ-ერთი სამხედროს ოჯახის წევრს, შემდეგ მის თანამოსამსახურეებსაც. ყველა დაინფიცირებული ერთსა და იმავე სამხედრო ნაწილში მსახურობს, და როგორც თავდაცვის სამინიროდან იუწყებიან, ეს ნაწილი „საბრძოლო ამოცანების შესრულებაში არ მონაწილეობს“. როგორც კი ერთ-ერთ სამხედრო მოსამსხურეს ვირუსი გამოუვლინდა, დაავადებულები წინასწარ იზოლაციაში მოაქციეს. ახალი შემთხვევები არ არის.
7 აპრილს, საღამოს სომხეთში ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-76 ჩაფრინდა – სპეციალისტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ უკვე 8 აპრილიდან რუსეთიდან ჩამოტანილი მობილური ლაბორატორია ამოქმედდება. და რუსი სპეციალისტები რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის და სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსზე ანალიზების სინჯებს აუღებენ და გამოიკვლევენ. რუსეთის სამხედრო ბაზა გიუმრიში, სომხეთის რიგით მეორე ქალაქში მდებარეობს.
მოსაზრება: რუსებმა თავისიანები მიატოვეს
კორონავირუსი კავკასიაში. მეცხრე გარდაცვალება სომხეთში, 28 ახალი შემთხვევა. განახლება
რატომ იმყოფება რუსული ლაბორატორია სომხეთში
„სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს დავიდ ტონოიანსა და სერგეი შოიგუს შორის შეთანხმების შესაბამისად, ანტივირუსული ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარების მიზნით, სომხეთში რუსეთის სამხედრო ძალთა სპეციალისტების გუნდი ჩავიდა,“ – იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი შუშან სტეპანიანი.
მისი თქმით, რუსმა სპეციალისტებმა სომხეთში ჩაიტანეს ტესტ-სისტემები, რომლებიც სომხეთის ჯარისა და რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებისთვის კორონავირუსზე ოპერატიულად შემოწმებას დაეხმარება.
რუსული ლაბორატორია დღეში კორონავირუსის არსებობის დასადგენად 100 PCR ტესტის ჩატარებას შეძლებს. ტესტირების ეს სახეობა დიაგნოსტიკის ყველაზე ზუსტ მეთოდად არის მიჩნეული, ის ადამიანის გენეტიკური მასალის კვლევის საფუძველზე ტარდება. ტესტის პასუხებს ხუთი საათის განმავლობაში იღებენ, და ის შედეგს 99 პროცენტის სიზუსტით უზრუნველყოფს.
თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის თქმით, სინჯებს სომხეთის სამხედრო ძალთა ექსპერტები აიღებენ, ანალიზებს კი რუსი სპეციალისტები ჩაატარებენ.
„მობილური ჯგუფი და ლაბორატორია სომხეთის შეიარაღებულ ძალთა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის პერსონალთან ერთად იმუშავებს“, – განაცხადა სომხეთის სამხედრო ძალთა სამხედრო-სამედიცინო სამართველოს უფროსის მოადგილემ ტიგრან ავეტისიანმა.