როგორ მოკლეს ანა
ფილმი ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესახებ
რუსეთში ამოიწურა ვადა სახელგანთქმული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში დამნაშავეების პასუხისმგებლობაში მისაცემად.
ის «ნოვაია გაზეტას» მიმომხილველი იყო და დიდი ხნის განმავლობაში დაკავებული იყო ჩეჩნეთში მკვლელობებისა და ძალადობის ფაქტების გამოძიებით.
ანა 2006 წლის 7 ოქტომბერს იმ სახლის სადარბაზოში მოკლეს, რომელშიც ცხოვრობდა. ახლა კი გამოძიება ოფიციალურად დაიხურა.
ციხეში მკვლელობის შემსრულებლები სხედან, მაგრამ დაუსახელებელი და დაუსჯელები დარჩნენ შემკვეთები.
«ნოვაია გაზეტას» ჟურნალისტები მთელი ამ დროის განმავლობაში ატარებდნენ საკუთარ გამოძიებას. ფილმი, რომელიც ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-15 წლისთავზე გამოვიდა, ამ გამოძიების შედეგებს ეყრდნობა.